Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი ბროკოლით

საჭირო მასალა: 350 გ ბროკოლი, 30 გ ნიგოზი, 2 ცალი წითელი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 20 გ ნედლი ჯანჯაფილი, 250 გ ქათმის მკერდის ფილე, 2 ს.კ. სოიის სოუსი, 1 ს.კ. სახამებელი, 2 ს.კ. ზეთი, 1 ს.კ. აჯიკა,  მარილი – გემოვნებით.

მომზადება: ბროკოლი პატარა ყვავილედებად დავანაწევროთ. ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ მარილი და როცა ადუღდება, ბროკოლი დავუმატოთ. 2 წუთში ამოვიღოთ და ცივი წყალი გადავავლოთ. ნიგოზი მსხვილად დავფქვათ. ხახვი, ნიორი და ჯანჯაფილი წვრილად დავკეპოთ. ქათამი პატარა ნაჭრებად დავჭრათ, შევურიოთ სოიის სოუსი და სახამებელი. მოზრდილ ტაფაში გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ქათმის ხორცის ნაჭრები და 2 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე შევწვათ ყველა მხრიდან. შემდეგ ამოვიღოთ ტაფიდან. ტაფაში მოვათავსოთ ბროკოლი, ხახვი და 2 წუთი ვშუშოთ. დავუმატოთ ჯანჯაფილი, ნიგოზი და ნიორი. 1-2 წუთში დავასხათ 4-5  ს.კ. წყალი და როცა წამოდუღდება, ქათმის ხორციც დავუმატოთ. ვშუშოთ კიდევ 2-3 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავუმატოთ მარილი, პილპილი და აჯიკა. ამ კერძს უხდება ბრინჯის გარნირი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული