Home
ქართული | English
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქათამი შემოდგომის ბოსტნეულით

საჭირო მასალა: 700 გ გოგრა, 1 ცალი პრასი, 2 ძირი ნიახური, 2-3 თავი წითელი ხახვი, 600 გ კარტოფილი, 1 ქათამი (1,6 კგ), 100 მლ ზეთი,  1-2 ს.კ. პაპრიკა, 5-6 ღერი ნედლი ან 0,5 ჩ.კ. ხმელი ქონდარი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: გოგრის რბილობი  საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ. მსხვილად დავჭრათ ნიახური და პრასი. კარტოფილი კუბებად, ხოლო ხახვი სიგრძეზე, თხლად დავჭრათ. ქათამი გავასუფთავოთ და გავამშრალოთ. ზეთში ავურიოთ მარილი და პაპრიკა. ნახევარი ბოსტნეულს მოვასხათ, ნახევარი – ქათამს წავუსვათ. ასე გავაჩეროთ 30 წუთის განმავლობაში. ბოსტნეული და ქათამი გადავიტანოთ საცხობ ფორმაში, გადავაფაროთ ფოლგა და 45 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევწვათ. მზა კერძს მოვაყაროთ ქონდარი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.