Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორაგულის ღვეზელი ისპანახით

საჭირო მასალა: 300 გ ისპანახი, 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 1 ს.კ. კარაქი, 2 ს.კ. ფქვილი, 4-5 ს.კ. რძე, 150 მლ გათქვეფილი ნაღები, 3 ცალი კვერცხი, 150 გ შებოლილი ორაგული, მარილი, პილპილი, ჯავზი – გემოვნებით, 300 გ ფენოვანი ცომი, 1 კვერცხის გული – წასასმელად.

მომზადება: ისპანახი მოვწალოთ და გადავწუროთ. ხახვი და ნიორი წვრილად დავკეპოთ. კარაქი გავადნოთ, დავუმატოთ ხახვი, ნიორი და მოვშუშოთ. დავუმატოთ ისპანახი და ფქვილი და ვშუშოთ. დავუმატოთ 3-4 ს.კ. რძე, გათქვეფილი ნაღები, მარილი, პილპილი, ჯავზი და 10 წუთი ვშუშოთ. კვერცხი მოვხარშოთ და ოთხად გავჭრათ. ორაგული პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ფორმაში (30X20სმ) ორაგული და კვერცხი გადავანაწილოთ ისპანახის მასასთან ერთად. ზედ გადავაფინოთ გაბრტყელებული ფენოვანი ცომი და წავუსვათ რძეში გახსნილი კვერცხის გული. ღვეზელი ზემოდან დავჩხვლიტოთ და 25 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე გამოვაცხოთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული