Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მჟაუნის გასპაჩო

საჭირო მასალა: 2 წითელი ტკბილი წიწაკა, 7 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 3 ს.კ. ბალზამიკო, 3 კბილი ნიორი, 450 გ კიტრი, 150 გ მჟაუნა 1 ს.კ. მოტკბო მდოგვი, 150 მლ ნაღები ან არაჟანი, 5-6 ს.კ. ლიმონის წვენი, 4-6 ცალი მოზრდილი კრევეტი, ვარდისფერი პილპილი, მარილი, წიწაკა – გემოვნებით.

მომზადება: წიწაკა შუაზე გავჭრათ, თესლი ამოვაცალოთ და 8-10 წუთით გახურებულ ღუმელში შევდოთ, სანამ კანი არ გაუშავდება. გამოვიღოთ ღუმლიდან, ჩავდოთ ცელოფანში და 10 წუთი გავაჩეროთ. შემდეგ კანი მოვაშოროთ, მოვასხათ 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. ბალზამიკო და ბლენდერით დავაქუცმაცოთ. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და 1 საათით მაცივარში შევდოთ. 2 კბილი ნიორი დავკეპოთ. კიტრი გავფცქვნათ, ამოვაცალოთ თესლი და წვრილად დავჭრათ. მჟაუნის ფოთლები გავრეცხოთ და გავაშროთ. ნიორი, კიტრი, 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 2 ს.კ. ბალზამიკო, მდოგვი და ნაღები ბლენდერით დავაქუცმაცოთ. დავუმატოთ მარილი, ვარდისფერი პილპილი, ლიმონის წვენი და წიწაკა. შევდოთ მაცივარში. დარჩენილი ნიორი თხლად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავუმატოთ ნიორი და კრევეტები. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. 2 წუთის შემდეგ კრევეტები ამოვიღოთ ტაფიდან და შევაგრილოთ. მოვასხათ ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. ზემოდან გადავაფაროთ ფოლგა და 30 წუთი ასე დავტოვოთ. მაცივრიდან გამოვიღოთ მჟაუნისა და კიტრის მასა, ავურიოთ წიწაკის პიურეში და ჩავაწყოთ კრევეტები.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.