Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარტოფილი ყველაზე სასარგებლო დიეტურ პროდუქტად დასახელდა

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კარტოფილი ვიტამინებისა და სხვა სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საბადოა, ამასთან, კარტოფილი მათ უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს, ვიდრე სხვა რომელიმე ბოსტნეული ან ხილი.

დიეტოლოგებმა კარტოფილი ყველაზე სასარგებლო დიეტურ პროდუქტად დაასახელეს. მათ ყურადღება იმაზე გაამახვილეს, რომ ფიგურისთვის კარტოფილის ყოველდღიური მიღებაც კი სრულიად უსაფრთხოა, მთავარია, ულუფას არ გადააჭარბოთ. ის კი არა, თურმე კარტოფილის მეშვეობით გახდომაც კი შესაძლებელია. გამოკვლევა ავტორიტეტულმა დიეტოლოგებმა: სიგრიდ გიბსონმა და სიან პორტერმა ჩაატარეს. საკითხის შესწავლისას მათ კარტოფილში ნივთიერება სელენი აღმოაჩინეს, თანაც ძალიან დიდი რაოდენობით - ამ სასარგებლო ნივთიერების შემცველობით კარტოფილმა თხილსა და მზესუმზირასაც კი გადააჭარბა. გარდა ამისა, კარტოფილი ერთ-ერთ ლიდერ პროდუქტად ითვლება უჯრედისის შემცველობითაც. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ კარტოფილი არტერიულ წნევასაც არეგულირებს. მეცნიერებს გადაწყვეტილი აქვთ, აღადგინონ პროდუქტის ავტორიტეტი, რომელიც მას შემდეგ დაეცა, რაც ის დიეტოლოგებმა რაციონიდან გამორიცხეს.

© ღვინის კლუბი/Weekend



ჩემი აზრით, მეცნიერები გვეკაიფებიან


:)))

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.