Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ისპანახისა და ნადუღის ლაზანია

საჭირო მასალა: 7-8 ცალი ლაზანიას ფენა, 800 გ ისპანახი, 350 გ ნადუღი, 100 გ პარმეზანი, 2 ტავი ხახვი, 2 ცალი პომიდორი, 1 ს.კ. ზეითუნუს ზეთი, 30 გ კარაქი, 1 ს.კ. შაქარი, მარილი, პილპილი, ჯავზი – გემვნებით.

მომზადება: ხახვი გავფცქვნათ და წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და შაქარში არეული ხახვი დავაყაროთ. ხახვი ვშუშოთ 3 წუთის განმავლობაში. ხახვს დავუმატოთ დაჭრილი ისპანახი, მარილი, წიწაკა, ჯავზი და კარაქი. ავურიოთ და კიდევ 1-2 წუთი ვშუშოთ. ნადუღში ავურიოთ მარილი და გახეხილი პარმეზანი. ლაზანიას ფენა მოვათავსოთ ფორმაში, ზედ წავუსვათ ნადუღი, შემდეგ ზედ ისპანახი მოვათავსოთ. ასე გავაგრძელოთ ბოლომდე. პომიდორი დავჭრათ და ლაზანიას ბოლო ფენას ზემოდან მოვაყაროთ და 3 საათით დავდგათ, რომ ფენები დარბილდეს, შემდეგ შევდგათ  180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ40 წუთის განმავლობაში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.