გამოქვეყნებულია: 26 მარტი, 2014 - 09:42
საჭირო მასალა: 2 ს.კ. სეზამის მარცვლები, 1 თავი ხახვი, 200 გ ისპანახი, 5 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 ს.კ. შაქარი, 2 ს.კ.წითელი ღვინის ძმარი, 1 ცალი წიწაკა, 4 ცალი გარჩეული კრევეტი, მარილი – გემოვნებით.
მომზადება: სეზამის მარცვლები მოვხალოთ. ხახვი ალყა-ალყა დავჭრათ. ისპანახი გავრეცხოთ და გავაშროთ. ტაფაზე გავაცხელოთ 2 ს.კ. ზეთი, დავუმატოთ ხახვი და შაქარი. როცა დარბილდება, დავასხათ ძმარი, დავუმატოთ ისპანახი და ცოტა ხანი ვშუშოთ, შემდეგ დავუმატოთ მარილი და პილპილი. წიწაკა წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ 2 ს.კ. ზეთი, დავაწყოთ კრევეტები, დავაყაროთ წიწაკა და თითო მხარეს 2 წუთის განმავლობაში შევწვათ. ისპანახს მოვაყაროთ სეზამის მარცვლები, კრევეტები და მოვასხათ დარჩენილი ზეთი.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი