საჭირო მასალა: 1 კგ გოგრა, 4 ცალი წითელი ხახვი, 5 ს.კ. სოიის სოუსი, 2 ს.კ. თაფლი, 4 ს.კ. ზეთი, 150 გ რუკოლა, 60 გ ბეკონი, 4 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი, 50 გ ზეთისხილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადება: გოგრა გავჭრათ, ამოვაცალოთ თესლი და საშუალო ზომის მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ. 1 თავი ხახვი წვრილად დავჭრათ. ავურიოთ თაფლი, სოიის სოუსი, 2 ს.კ. ზეთი, მარილი და პილპილი. მარინადი დავასხათ დაჭრილ გოგრას, მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ვაცხოთ. დავჭრათ დანარჩენი ხახვი. გავრეცხოთ და გავამშრალოთ რუკოლა. გამომცხვარი გოგრა გავაგრილოთ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი, დავყაროთ დაჭრილი ბეკონი და შევბრაწოთ. ბეკონი ამოვიღოთ და ამავე ცხიმში მოვშუშოთ დაჭრილი ხახვის ნახევარი. დავასხათ 6 ს.კ. ცხელი წყალი და ძმარი. ამოვურიოთ და დავუმატოთ ცოტა მარილი. ყველა ინგრედიენტი კარგად ავურიოთ და ისე მივირთვათ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი