გამოქვეყნებულია: 28 დეკემბერი, 2014 - 13:38
საჭირო მასალა: 2 ცალი (400 გ) დიდი კარტოფილი, 1 ბოლოკი, 1 კონა კამა, 250 გ ხაჭო, 100 მლ არაჟანი, 150 გ გარჩეული, მოხარშული კიბორჩხალა, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადება: კარტოფილი ცხელი წყლითა და ჯაგრისით გავრეცხოთ, გავამშრალოთ, გავახვიოთ ფოლგაში და გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ, შემდეგ გამოვიღოთ და ღრმად ჩავსეროთ. ბოლოკი თხლად დავჭრათ. ხაჭო და არაჟანი ავურიოთ, დავუმატოთ კამა, მარილი და პილპილი. გაჭრილ კარტოფილში მოვათავსოთ სოუსი და მოვაყაროთ კრევეტები.
© ღვინის კლუბი /Weekend
თქვენი კომენტარი