Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფარშირებული წიწაკა სოკოთი და ქათმის ფარშით

საჭირო მასალა: 700 გ. ქათმის ფილე, 200 გ. სოკო, 2 ს.კ. ბრინჯი, 2 თავი ხახვი, 1 ჩ.კ. ძირა, 3 კბილი ნიორი, 1 კონა ქინძი, 5 ღერი პიტნა, 0,5 ჩ.კ. კურკუმა, წითელი წიწაკა და მარილი – გემოვნებით, 1 კგ. სხვადასხვა ფერის ბულგარული წიწაკა, 1-2 ს.კ. პომიდვრის პასტა, 2 ჩ.კ. შაქარი.

მომზადება: ქათმის ფილე, ხახვი, მწვანილი და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ დაკუწული სოკო, სანელებლები და გარეცხილი ბრინჯი. წიწაკა გავრეცხოთ და ამოვაცალოთ ყუნწი თესლებითურთ. მომზადებული ფარში მოვათავსოთ წიწაკებში და ჩავაწყოთ ქვაბში. 500 მლ. წყალში გავხსნათ პომიდვრის პასტა, შაქარი, მარილი და წითელი წიწაკა, მოვასხათ გამზადებულ წიწაკებს და დავდგათ ცეცხლზე. ვხარშოთ მანამ, სანამ ბრინჯი არ მოიხარშება. მივირთვათ არაჟანთან ერთად.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული