Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბერძნული წვნიანი ბრინჯით

საჭირო მასალა: 1 ცალი სტაფილო, 125 გ გრძელი, ორთქლში გამოტარებული ბრინჯი, 1200 მლ ქათმის ბულიონი, 1 ცალი ლიმონი, 3 ღერი ოხრახუში, 3 ძირი ნიახური, 2 ცალი კვერცხი, მარილი, პილპილი, ჯავზი – გემოვნებით.

მომზადება: სტაფილო გავრეცხოთ, და წვრილად დავჭრათ. დავუმატოთ ბრინჯი, ბულიონი და თავდახურული დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. სანამ სტაფილო და ბრინჯი იხარშება, ნიახური 1 სმ სისქის ნაჭრებად დავჭრათ, დავუმატოთ წვნიანს და 5-7 წუთი ვხარშოთ, სანამ ბრინჯი არ მოიხარშება. ლიმონს მდუღარე წყალი გადავავლოთ, გავაცალოთ ცედრა და გავწუროთ. ოხრახუში წვრილად დავჭრათ. წვნიანს დავუმატოთ მარილი და პილპილი. 1 ჭიქა  წვნიანი ამოვიღოთ და გავაციოთ. კვერცხი და ლიმონის წვენი გავტქვიფოთ, დავუმატოთ გაგრილებული წვნიანი და სათქვეფელით კარგად ავთქვიფოთ. მიღებული მასა წვრილი ნაკადით ვუმატოთ ქვაბში წვნიანს და ტან გამუდმებით ვურიოთ, რომ არ აიჭრას. ვურიოთ მანამ, სანამ არ ადუღდება, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავაყაროთ ოხრახუშიმარილი და პილპილი.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.