Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზის წვნიანი Soupe de Poisson

საჭირო მასალა: 1 ცალი ფხიანი თევზი (2 კგ), 1 ძირი კამა, 1 ღერი პრასი, 4 ცალი პამიდორი, 2 თავი ხახვი, 6 კბილი ნიორი, 8 ს.კ. + 100 მლ ზეითუნის ზეთი, 2 ღერი ნედლი (ან ცოტაოდენი ხმელი) ბეგქონდარა, 3-4 ს.კ.  ანისულის ლიქიორი ან ანისულის არომატის არაყი, 1 ს.კ. ზაფრანა, 0,5 ლ თეთრი მშრალი ღვინო, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, 2 კვერცხის გული, 2 ს.კ. პაპრიკა, მწიკვი შაქარი, 0,5 ცალი ბაგეტი, 1-2 ს.კ. ტომატპასტა, 400 გ თევზის ფილე (ზღვის ქარიყლაპია ან სხვა მსგავსი ტიპის თევზი), 50 გ ყველი კონტე ან სხვა მსგავსი ტიპის ყველი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: პრასი, ხახვი და პამიდორი პატარა ნაჭრებად დავჭრათ. ხახვი და 2 კბილი ნიორი წვრილად დავკეპოთ. თევზი ნაჭრებად დავჭრათ. დიდ ტაფაზე გავაცხელოთ 2 ს.კ. ზეთი, დავამატოთ დაჭრილი ბოსტნეული და მოვშუშოთ. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. ზაფრანა, ანისულის ლიქიორი, ღვინო, წვრილად დაჭრილი ან ხმელი ბეგქონდარა დაჭრილ თევზთან ერთად მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ იმდენი წყალი, რომ თევზი მთლიანად დაიფაროს (დაახლ. 2-3 ლ) და დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში ვადუღოთ. ხარშვისას მოვხადოთ ქაფი. 

დარჩენილი 4 კბილი ნიორი დავჭრათ მსხვილად, დავუმატოთ ლიმონის წვენი, კვერცხის გულები და პაპრიკა. ყველაფერი ბლენდერით ან ჩოფერით დავაქუცმაცოთ. მასას შევურიოთ 100 მლ ზეითუნის ზეთი, მოვაყაროთ შაქარი, პილპილი და მარილი. ამგვარად მივიღებთ სოუს რუის. პური რგოლებად დავჭრათ და ორივე მხრიდან ზეითუნის ზეთში შევბრაწოთ. თევზის ბულიონი  საცერზე გადავწუროთ და ქვაბში ჩავასხათ, დავუმატოთ ტომატპასტა და პაპრიკა. თევზის ფილე ლუკმისოდენა ნაჭრებათ დავჭრათ, ჩავაწყოთ ბულიონში და 3-4 წუთი ვადუღოთ. წვნიანი მარილითა და პილპილი შევანელოთ. შებრაწულ პურებს სოუსი რუი წავუსვათ, თითოეულ ულუფაში მოვათავსოთ და გახეხილი ყველი მოვაყაროთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.