Home
ქართული | English
ნოემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზი ნუშის საფანელში

საჭირო მასალა: 1 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 1 ცალი პატარა ლიმონი, 2 ს.კ. ზეთი,  300 გ პამიდორი ჩერი, 75 მლ თეთრი ღვინო ან ბულიონი, 4 ს.კ. დაფქული ნუში, 4 ნაჭერი თეთრი თევზის ფილე (თითო 75 გ), 1 კონა ოხრახუში,  მარილი, პილპილი, ხმელი ბეგქონდარა – გემოვნებით.

მომზადება: ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ. ლიმონს მოვაცალოთ ცედრა. ნიორი და ხახვი 1 ს.კ. ზეთში მოვშუშოთ. დავუმატოთ პამიდორი, დავასხათ ღვინო და თავდახურული დაბალ ცეცხლზე 10 წუთი ვშუშოთ. ამასობაში ნუში, ლიმონის ცედრა, ბეგქონდარა, მარილი და პილპილი ავურიოთ. საფანელში ამოვავლოთ თევზის ნაჭრები და ზეთდასხმულ ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე მსუბუქად შევბრაწოთ, შემდეგ გადავიტანოთ საცხობ ფორმაში და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 8 წუთით შევდგათ. პამიდორს დავუმატოთ დაჭრილი ოხრახუში, მარილი, პილპილი და თევზთან ერთად მივიტანოთ სუფრაზე.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.