Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღორის ხორცი ზეთისხილითა და ბოსტნეულით

საჭირო მასალა: 400 გ ღორის ხორცი (სასურველია ჩალაღაჯი), 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1-2 ს.კ. კარაქი, 0,5 ჭიქა ზეთისხილი, 0,5 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო, 3 ღერი პიტნა, 1 ცალი სტაფილო, მარილი, პილპილი – გემოვნებით, ლიმონის ნაჭრები, კიტრი, პამიდორი – გასაფორმებლად.

მომზადება: ღვინოში ავურიოთ მარილი, პილპილი, ზეთისხილი და პიტნის ღერები. ხორცის ნაჭერი დავჩხვლიტოთ და ჩავდოთ თასში, დავასხათ მომზადებული მარინადი და 3 საათით მაცივარში შევდგათ. თუჯის ღრმა ტაფაში ჩავდოთ ხორცის ნაჭერი მარინადის გარეშე, დავუმატოთ კარაქი, ზეთი, მარინადიდან ამოღებული პიტნის ღერები, მთლიანი სტაფილო, ცოტა მარილი, პილპილი და დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი შუამდე დაიფაროს. ქვაბს დავახუროთ სახურავი და საშუალო ცეცხლზე  დავდგათ. ხორცის ნაჭერი შიგადაშიგ ამოვატრიალოთ. როცა წვენი დაშრება და ხორცი დარბილდება, ცეცხლს ავუწიოთ და ყველა მხრიდან დავბრაწოთ. ხორცი ოდნავ შევაგრილოთ, თხლად დავჭრათ და ბოსტნეულსა და ზეთისხილთან ერთად მივიტანოთ სუფრაზე.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული