Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქორჭილა სოუსით

საჭირო მასალა: 400 გ ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი, 200 გ ხახვი, 2 ს.კ. ზეთი, 2 ს.კ. ერბო, 350 გ ქორჭილას ფილე, 2 ს.კ. ფქვილი, 125 გ სქელი არაჟანი ან ნაღები, 150 მლ რძე, 3 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი, 1 ს.კ. ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი, ძირა – გემოვნებით.

მომზადება: გამომცხვარი კარტოფილი 1 სმ. სისქის ნაჭრებად დავჭრათ. ხახვი დავკეპოთ. ზეთი და ერბო ტაფაში გავაცხელოთ, დავაყაროთ კარტოფილი და  4 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე შევწვათ. ბოლოს მოვაყაროთ ხახვი, მარილი, პილპილი და ამოვურიოთ. ტაფა გადმოვდგათ ცეცხლიდან. თევზი მსხვილ ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ სანელებლები, ამოვავლოთ ფქვილში და ტაფაზე გაცხელებულ ზეთსა და ერბოში 5 წუთის განმავლობაში შევწვათ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. ჯამში ავურიოთ არაჟანი, რძე, მარილი, პილპილი და წამოვადუღოთ. შევურიოთ მდოგვი, ლიმონის წვენი და მოვასხათ კარტოფილსა და თევზს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული