საჭირო მასალა: ცომისთვის – 1 ჭიქა ლუდი, 3 ჭიქა ფქვილი, 1 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჩ.კ. კურკუმა, 400 გ კარაქი, 240 გ ღორის ქონი, 1 ცალი კვერცხი. გულსართისთვის –1 თავი ხახვი, 1 ცალი პრასი, 2 ცალი პამიდორი, 2 ს.კ. კარაქი, 0,5 ჭიქა ბრენდი, 1 ს.კ. ტომატპასტა, 320 გ კრევეტების ხორცი, 1 კვერცხის გული, მარილი, პილპილი – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად.
მომზადება: ფქვილში ავურიოთ მარილი და კურკუმა, დავუმატოთ კარაქი, ქონი და მოვზილოთ რბილი ცომი. დავუმატოთ კვერცხი, ლუდი და კიდევ ვზილოთ. ბოლოს ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავტოვოთ 15 წუთით. ამასობაში მოვამზადოთ გულსართი – პამიდორი დავჭრათ და ხახვთან ერთად კარაქში მოვშუშოთ. დავასხათ ბრენდი და კიდევ 1 წუთი ვადუღოთ. ბოლოს დავუმატოთ კრევეტები, მარილი, პილპილი და 1 წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცომი დავყოთ გუნდებად, თხელ, მრგვალ ფენებად გავაბრტყელოთ და თითოეულის ცენტრში მოვათავსოთ თითო ს.კ. გაცივებული გულსართი. ცომის კიდეებს წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული, ცომის ერთი ნაწილი მეორე მხარეს გადავკეცოთ და ჩანგლის დახმარებით შევკრათ, ერთმანეთს რომ მიეწებოს. ღვეზლებს ზემოდანაც წავუსვათ კვერცხის გული და შევწვათ ბლომად ზეთში. ბრაზილიური ემპანადასები შეგვიძლია აგრეთვე 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ, სანამ არ დაიბრაწება.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი