Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – "ღვინის გზამკვლევი" (11) 23.11.2012

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების თემა მიმდინარე კვირას კიდევ ერთხელ განახლდა. ამჯერად, ოფიციალური განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ასევე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა რამდენჯერმე გააკეთეს. ორივე მხარე, ასევე მათთან ერთად ქართული ღვინის კომპანიები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ იმისთვის, რომ ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნას. ამ თემას საკმაოდ გავლენიანმა გამოცემებმაც მიუძღვნეს პუბლიკაციები (მაგალითად ბრიტანული გამოცემა – „Independent”, „Financial Times” და ა.შ.).

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ უცნობია რუსეთის ბაზრის გახსნის ზუსტი დრო და ღვინის იმ კომპანიების ვინაობა, რომელთაც რუსეთის სანიტარული სამსახური ბაზარზე დაბრუნების უფლებას მიანიჭებს. ამასთან დაკავშირებით რადიო „კომერსანტიც“ იუწყება, რომელმაც იმავე კითხვებით „როს–პოტრებ–ნადზორს“ ორი დღის წინ მიმართა, თუმცა ონიშჩენკოს უწყებამ მათ უპასუხა, რომ ამ თემასთნ დაკავშირებით განცხადებებს მხოლოდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააკეთებს.

სწორედ ეს იქნება დღეს ჩვენი გადაცემის სტუმართან – სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით კირვალიძესთან საუბრის ერთ–ერთი ძირითადი თემა. დაგველოდეთ, მინისტრს ახალი ამბების დასრულებისთანავე ვუმასპინძლებთ.

>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>> 

ქართულ და, არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე მალე კომპანია „ბადაგონის“  მიერ წარმოებული ორი სახეობის ჭაჭის არაყი გამოჩნდება – „ჭაჭა კლასიკი“ და „ჭაჭა ორიგინალი“. პროდუქტის პრეზენტაცია და დეგუსტაცია,  21 ნოემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. ღონისძიებას მეღვინეები, სომელიები, რესტორატორები და სასტუმროს ქსელის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც კომპანიის ახალ პროდუქტთან ერთად, „ბადაგონის“ პრემიუმ კლასის ღვინოებიც დააგემოვნეს. მათ შორის იყო ქვევრის თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები ალავერდის მონასტრის მარნიდან, ასევე ხვანჭკარა, საფერავი როზე და კახური წარჩინებული.

დეგუსტაციას კომპანიის პარტნიორი, ცნობილი ენოლოგი და დოქტორი – დონატო ლანატი უძღვებოდა. ბადაგონის ბოლო დროინდელ მიღწევებთან ერთად, მან ქართული ღვინის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ხარისხზე ისაუბრა, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და ურჩია, რომ ყოველთვის იმ უნიკალური თავისებურებების შენარჩუნებაზე იზრუნონ, რაც ქართულ ღვინოებს აქვთ. ენოლოგის თქმით, არსებულ ღვინოებთან ერთად რუსეთის ბაზარზე „ბადაგონის“ არაყიც გამოჩნდება.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ – “WINE SPECTATOR”- მა „ წლის 100 საუკეთესო ღვინის“ ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელთა სახელები მიმდინარე წლის განმავლობაში ჟურნალის გვერდებზე აქტიურად განიხილებოდა. შემფასებელმა კომისიამ 5 500 დასახელების ღვინო 17 000–მდე სტატიიდან შეარჩია. მათგან თითქმის ყველამ, შეფასების შკალაზე 90 ქულაზე მეტი დააგროვა, ამიტომ კომისიამ პირველადი ჩამონათვალის შესამცირებლად ოთხი ძირითდი კრიტერიუმი გამოყო – ხარისხი, ღირებულება (ფასი), ხელმისაწვდომობა ბაზარზე და ე.წ. „X-FACTOR”.

წლევანდელ ასეულში 13 ქვეყნის ღვინოა წარმოდგენილი. შერჩეულ ღვინოებს შორის,  საშუალოდ  ერთი ბოთლის ფასი 46$–მდე მერყეობდა, რაც წინა წლის ფასებს ორი დოლარით აღემატება.

წლის ღვინოდ კიდევ ერთხელ დასახელდა ამერიკული ღვინო, ესაა ნაპას ველზე მოყვანილი სირადან დაყენებული ღვინო, შეფერი, მეორე ადგილზე გავიდა სამხრეთ რონული ღვინო, ჟიგონდასი, Château de St.-Cosme, მესამეზე ავსტრალიური შირაზი (Two Hands), მეოთხეზე ისევ სახელგანთქმული რონული ღვინო, Châteauneuf-du-Pape, Clos des Papes სახელოვანი მეურნეობიდან, დანარჩენი ღვინოები იყო ბორდოდან, ორეგონიდან, ისევ კალიფორნიიდან, ტოსკანიდან და არგენტინიდან.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ამერიკულმა ღვინის ჟურნალმა Wine Enthusiast-მაც გამოაქვეყნა 2012 წლის საუკეთესო ასი ღვინის თავისი სია. პირველ ათეულში მოხვდენენ ცნობილი ღვინოები, რომელთა ფასიც 40-დან 135 დოლარამდე მერყეობს. წლის ღვინოდ დასახელდა ანტინორების სახელოვანი ტოსკანური ღვინო, Guado al Tasso, რამდენიმე წითელი ჯიშის ნაზავი, მეორეზე გავიდა ამერიკული ღვინო, Pirouette, ბორდოს კლასიკური 4 ჯიშის ნაზავი, კაბერნე, მერლო, კაბერნე ფრანი და პტი ვერდო, მესამეზეა სახელოვანი ბორდოს შატო, Château Léoville-Barton, შემდეგ ამერიკული ღვინო, Ridgeმოდის, სანტა კრუზიდან, იტალიური ბრუნელო დი მონტალჩინო, ავსტრიული Bründlmayer–ის რისლინგი, Columbia Valley–ს კაბერნე სოვინიონი, საკმაოდ ძვირიანი, 135 დოლარი და მერვე ადგილზე ლუი ჟადოს ბურგუნდიული პინო ნუარი.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

საუკეთესო ღვინოების ჩამონათვალთან ერთად,  „ვაინ სპექტატორი“, წლევანდელი ევროპული რთველის ვრცელ მიმოხილვასაც გვთავაზობს. მასში, მეღვინეობა–მევენახეობის სფეროში ევროპის ოთხი მნიშვნელოვანი რეგიონის – ავსტრიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და გერმანიის რთველია მიმოხილული. შეფასების მიხედვით, გერმანიაში წელს არსებულმა წვიმიანმა ამინდებმა ვენახებში მუშაობას ბევრი წინააღმდეგობა შეუქმნა, ესპანეთში, პორტუგალიასა და ავსტრიაში კი მოსავალის შემცირების მიზეზი გვალვა გახდა.

მოხსენების შესავალში ძალიან საინტერესო ფრაზაა, რომელიც ზუსტად ასახავს ევროპული რთველის შედეგებს. ის ასე ჟღერს: „ხარისხი კარგია, თუმცა რაოდენობა არც ისე მაღალი. თუ როგორი იქნება ბოთლში ჩამოსხმული ღვინის ხარისხი, ამაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა.“

ევროპული რთველის დეტალური მიმოხილვის სრული ვერსიის სანახავად „ვაინ სპექტატორის“ ვებ–გვერდს უნდა ეწვიოთ.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ამერიკელი მეღვინეებისთვის,ღვინის ღირებულებებისა და მათი გონივრული გამოყენების შესახებ საინტერესო სემინარი გაიმართა. სემინარიღვინის ბიზნესის შეფასების კრიტერიუმებს შეეხო. ღვინის ექსპერტებმა – ჯეიმს ანდერსონმა და მეტ ფრანკლინმა კომპანიის საერთო აქტივების, საბაზრო ღირებულებებისა და შემოსავლის პოტენციალის შეფასებასგაუსვეს ხაზი. სემინარის მეორე ნაწილში კი რჩევები ღვინის კომპანიების ბრენდ–მენეჯერებმაც მიიღეს, რაც მათ კომპანიის ცნობადობის ამაღლებასა და წარმატების მიღწევაში დაეხმარება. აი რამდენიმე რჩევა:

1.      მიეცით ბეჭდურ და ელექტრონულ მედიას მიზეზი იმისთვის, რომ თქვენზე ილაპარაკონ. აუცილებლად გააძლიერეთ პიარ–მენეჯერის განყოფილება. თუ აქამდე ეს არ გაგიკეთებიათ, სასწრაფოდ გადადგით ეს ნაბიჯი.

2.      პირველ რიგში ყურადღება შიდა ბაზარს დაუთმეთ. გაითვალისწინეთ, რომ ჭკვიანი მყიდველები, ამას მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ.

3.      ყოველთვის აქცენტი გააკეთეთ და ისაუბრეთ დისტრიბუტორებზე, რომლებიც თქვენს კომპანიას საკუთარ ქსელში დაამატებენ და ამით კომპანიის ცნობადობა უფრო აიწევს.

4.      ხშირად გამართეთ დეგუსტაციები და ღონისძიებები, იმისთვის რომ კომპანიის პრომოუტინგს ხელი შუეწყოთ.

5.      ეცადეთ გქონდეთ მოწესრიგებული ურთიერთობები პარტნიორებთან.

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<< 

ბოლოს, ტრადიციულად გაგაცნობთ “მარანის” ახალი ნომრის შინაარსს. მთავარ თემას ლევან სეფისკვერაძე გთავაზობთ, რომელიც გერმანელი მეღვინის – უდო ჰირშისა და თურქეთში მისი საქმიანობის შესახებ მოგითხრობთ. გიორგი ბარისაშვილი კახეთის რეგიონისთვის და ზოგადად საქართველოსთვის ძალზე ტიპიურ, ე.წ. კოშკმარნებზე მოგითხრობთ, ამჯერადზემო ხოდაშნისა და ჯანდიერების კოშკ–მარნებს გაეცნობით...აქვეა მსოფლიო მასშტაბით ნოემბრის თვეში გამართული ღვინის ფესტივალების კალენდარი და მათი მოკლე ანოტაცია. მთავარი თემების გარდა, “მარანის” მკითხველი გაზეთის გვერდებზე ღვინოვორდს, ახალ ამბებსა და საინტერესო რეცეპტებსაც იხილავს.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.