Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზის ძეხვი შინაურ პირობებში

საჭირო მასალა: 6 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, 1 კგ თევზის ფილე, 8 თავი ხახვი, 250 გ თეთრი პური, 200 მლ ნაღები. სანელებლები: 1 ს.კ. მარილი, 1 კონა ქინძი, 0.5 ჩ.კ. კურკუმა, 1/3 ჩ.კ. შავი პილპილი, 1 ჩ.კ. მშრალი ბაზილიკი,

3-4 ს.კ. ზეთი.

მომზადება: ხახვი დავჭრათ მსხვილად, სტაფილო გავხეხოთ და ტაფაზე ზეთში მოვშუშოთ. პური დავალბოთ ნაღებში. შემდეგ შევურიოთ მოშუშულ ხახვსა და სტაფილოს, დავუმატოთ სანელებლები, წვრილად დაჭრილი თევზის ფილე, დაჭრილი ქინძი და ბლენდერში გავთქვიფოთ. გავშალოთ სპეციალური ცელოფანი, ზედ მოვათავსოთ 3-4 ს.კ. ძეხვის მასა და მჭიდროდ გადავახვიოთ. თავი და ბოლოები მაგრად შევუკრათ ძაფით. შეხვეული ძეხვები მოვათავსოთ მდუღარე წყლიან ქვაბში და ვხარშოთ 2 საათი. შეგრილებული ძეხვი 5-6 საათით გავაჩეროთ მაცივარში.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.