Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავისა და ქარვისფერი ღვინის დეგუსტაცია ნიუ-იორკში

ნიუ-იორკში 18 დეკემბერს საფერავისა და ქარვისფერი ღვინის პირველი გრანდიოზული დეგუსტაცია იმართება Chama Mama-ში. ღონისძიებაზე 10 სადეგუსტაციო დახლი იქნება, სადაც წარმოდგენილი იქნება საფერავისა და ქარვისფერი ღვინის ნიმუშები და სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი კომპანია. ინფორმაციას Yahoo გვაწვდის: “დეგუსტაციაზე საფერავის კაშკაშა ღვინის მრავალფეროვნებას აღმოაჩენთ, რომლებიც უჟანგავი ფოლადის ავზში, მუხის კასრში ან ქვევრშია დავარგებული. იქნება საინტერესო ქარვისფერი ღვინის კომბინაციებიც და ავთენტური, ქართული სამზარეულოს უგემრიელესი კერძები, რომელთან ერთადაც უფრო უკეთ წარმოჩინდება ქართულ ღვინის არომატები, გემური თვისებები და უნიკალურობა” - წერს ავტორი. 

დეგუსტაციაზე იქნებიან ღვინის ექსპერტტები, სომელიეები, ქართველი ღვინის მცოდნეებიც. Saperica, Inc. არაკომერციული ორგანიზაციაა, Saperica- ს მისიაა საფერავისა და სხვა ქართული ვაზის ჯიშების პოპულარიზაცია ქართულ გასტრონომიასთან და კულტურასთან ერთად Finger Lakes-ში, ნიუ-იორკსა და მთელს აშშ-ში, რეგიონებს შორის საგანმანათლებლო სემინარებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზებითა და ხელშეწყობა ღვინისა და კულინარიის პროფესიონალებისა და ენთუზიასტებისთვის.

ინფორმაცია დამატებითი დეტალების შესახებ და ბილეთების შეძენა Eventbrite-ის საშუალებითაა შესაძლებელი. ადგილები შეზღუდულია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული