Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული სამზარეულოს გზამკვლევი ნიუ-იორკში - insidehook

ქალაქს, რომელიც ცნობილია კულინარიული მრავალფეროვნებით, ქართული კერძები კიდევ უფრო სხვანაირ ხიბლს სძენს. სტატიის ავტორი მკითხველს ქართული რესტორნებისა და კერძების შესახებ უფრო დეტალურად უახლეს სტატიაში უყვება. ამ რესტორნებს ძირითადად ბრუკლინში, მანჰეტენსა და ქუინსში შეხვდებით.

ქართული სამზარეულო, როგორც ავტორი აღწერს, ხასიათდება "გულიანი" და გამორჩეული კერძებით: "ხაჭაპური და ხინკალი ჩვეულებრივი ამბავია ამ რესტორნების მაგიდებზე. თუმცა, კულინარიული გამოცდილება ამ რესტორნებში ბევრად სცილდება ამ პოპულარულ კერძებს. აქ გასინჯავთ ცხელ, უგემრიელეს სუპებს, ცხელი ხორცის კერძებს, საინტერესო ღვეზელებსა და დესერტებს. სამზარეულო არის საქართველოს მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობის დასტური, რომელიც აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვის გემოებს" - ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ ამ ქართულ რესტორანთაგან ბევრს თავისი ინოვაციები გამოარჩევს. მაგალითად, Chama Mama-ს ძროხის ხარჩოს სუპში იყენებს ქერს ჩვეულებრივი თეთრი ბრინჯის ნაცვლად, ხოლო მათ ფელამუშის დესერტში წარმოდგენილია როგორც ტრადიციული წითელი, ასევე თეთრი ყურძნის წვენი საინტერესო ეფექტისთვის. ეს დახვეწილი ცვლილებები კლასიკურ კერძებს ახალ დეტალებს მატებს.

ქართულ მეღვინეობას ნიუ-იორკის ქართულ რესტორნებშიც იგრძნობთ. ავტორი ხაზს უსვამს ქართული ღვინის მნიშვნელობას. გარდა ამისა ის, რაც ავტორისთვის ყველა რესტორანს აერთიანებს, ოჯახური ატმოსფეროა.

Alubali Georgian Cafe & Bakery

3078 Coney Island Ave, ბრუკლინი

"ალუბალი" ბრაიტონ-ბიჩზე, Belt Parkway-თან ახლოს მხდებარეობს. საფირმო კერძებს შორისაა გურული ღვეზელი, ხინკალი და კუბდარი.

2. Assaia Restaurant Club & Lounge

მდებარეობა: 2158 Bath Ave, ბრუკლინი

რესტორანი ცნობილია ხინკლის მრავალფეროვნებით. პოპულარულია ქართული ხორცის ღვეზელით. კიდევ ერთი უნიკალური კერძი არის კრევეტების ხინკალი, რომელიც იშვიათია ნიუ-იორკის ქართულ რესტორნებში. "ასსაია" ასევე ქართული ღვინოების შთამბეჭდავ მრავალფეროვნებას სთავაზობს მომხმარებელს.

3. Chama mama

149 W 14th St, 373 Amsterdam Ave, 121 Montague St

Chama Mama, თავისი სამი ლოკაციით ჩელსიში, ზემო ვესტსაიდსა და ბრუკლინ ჰაიტსში, სწრაფად გახდა საყვარელი ადგილი მათთვის, ვისაც ქართული კერძები უყვარს. ცნობილია თავისი სადღესასწაულო ატმოსფეროთი. მენიუში, მიუხედავად იმისა, რომ სავსეა ტრადიციული ქართული კერძებით, ხშირად შეხვდებით დახვეწილ ცვლილებებს.

4. "ჩიტო გვრიტო"

მდებარეობა: 173 3rd Ave, მანჰეტენი

მანჰეტენის ისტ-საიდზე მდებარე Chito Gvrito გთავაზობთ ნაცნობი ქართული კერძებისა და უნიკალური კერძების ნაზავს. აღსანიშნავია იხვის რგოლები შილაფლავთან ერთად, ცხვრის რიზოტო ტარხუნით და შებოლილი სულგუნის ყველით. რესტორანში ასევე მიირთმევენ ხაჭაპურის გამორჩეულ ვერსიას, შამფურზე გამომცხვარ და ცხარე აჯიკას ზეთით. დესერტად ქართული კონიაკის სოუსით Zesty Drunken ნუშის ტორტი აუცილებლად უნდა გასინჯოთ.

5. საქართველო - Georgia

1926 Bath Ave, ბრუკლინი

ბრუკლინის სიღრმეში, ეს რესტორანი არის მყუდრო, საოჯახო ადგილი, სადაც მენიუში თითოეული კერძი 20 დოლარამდე ღირს. რესტორანს თბილისელი დედა-შვილი მართავს. პოპულარული არჩევანია ოთხი ყველის ხინკალი, ქართული სალათი ნიგვზის სოუსითა და აჭარული ხაჭაპური.

6. მარანი

97-26 63rd Rd, Queens

მენიუში წარმოდგენილია აჭარული სოკოს ღვეზელითა და საქონლის ხორცით. ჩაშუშული - ცხარე საქონლის ხორცი  გამომცხვარ პურთან ერთად.

7. Mealz

245 E 14th St, მანჰეტენი

East Village-ში, Mealz ამ რესტორნის მენიუ აერთიანებს ავთენტური ქართულ კერძებსა და ამერიკული სამზარეულოს. გამორჩეული ქართული კერძებია, ქათმის ტაბაკა ნიგვზის სოუსში და შქმერული. Mealz ასევე გამოირჩევა იმით, რომ არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე ქართული ადგილიდან მანჰეტენში, რომელიც ადრე იხსნება და საუზმის მოყვარულებს სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობს.

8. Oda house

406 E 73rd St, მანჰეტენი; 2027

Oda House, ქართული სამზარეულოს პიონერია მანჰეტენში, სულ ახლახანს გაფართოვდა Upper East Side-ში და Sheepshead Bay-ში, სადაც თითოეულ ადგილას რესტორანი 100-ზე მეტი სტუმარი იტევს. Oda House Special არის გამომცხვარი ორაგულის კერძი, ზემოდან არაჟნით, ყველითა და ბალზამიკოთი. ასევე  ჟულიენ ხინკალი, ყველით, სოკოთი და არაჟნით. დესერტები ყოველკვირეულად იცვლება, თუმცა ოთხ ფენიანი "იდეალი" და მაიას ტორტი პოპულარული არჩევანია.

9. X Factory

1105 Quentin Rd, ბრუკლინი

X Factory Midwood-ში გთავაზობენ საინტერესო ავთენტურ ქართულ კერძებს. რესტორანი ცნობილია ჩაქაფულით, რომელიც მზადდება ნაზი ხბოს ხორცით. "აქ ამზადებენ თონის პურსაც, რომელიც კერძებთან ერთად, აუცილებლად უნდა გასინჯოთ" - წერს ავტორი. სტატიას გაეცნობით insidehook.com-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული