Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინური ატრიის წვნიანი

საჭირო მასალა: 100 გ სოკო შიიტაკე, 1 კბილი ნიორი, 30 გ ნედლი ჯანჯაფილი, 200 გ ისპანახი, 5 ს.კ. სეზამის მარცვლები, 4 ცალი გარჩეული კრევეტი, 4 ღერი მწვანე ხახვი, 100 გ ბრინჯის ატრია, 1 ლ ქათმის ბულიონი, 5 ს.კ. სოიის სოუსი, მარილი – გემოვნებით.

მომზადება: სოკო დავჭრათ. ნიორი და ჯანჯაფილი გავხეხოთ. ისპანახი გავრეცხოთ და გავაშროთ. მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ. ატრია ადუღებულ მარილიან წყალში 2-3 წუთის განმავლობაში ვხარშოთ. შემდეგ გადავწუროთ და შევაშროთ. ბულიონში მოვათავსოთ ჯანჯაფილი, ნიორი და 2-3 ს.კ. სოიის სოუსი, წამოვადუღოთ და 10 წუთი შევაგრილოთ, შემდეგ კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. სოკო, ისპანახი, კრევეტები და სეზამის მარცვლები ბულიონში მოვათავსოთ და დაბალ ტემპერატურაზე 5-6 წუთი ვხარშოთ. დავუმატოთ დარჩენილი სეზამის მარცვლები და სოიის სოუსი. წვნიანი ამოვიღოთ ჯამებში და ჩავუმატოთ ატრია. ზემოდან მოვაყაროთ მწვანე ხახვი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული