Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზაფხუ­ლი თაფ­ლის ან ვარ­დის­ფე­რი: ტვი­ში და რო­ზე

10 ივ­ლისს ღვი­ნის კლუ­ბის სა­ზაფხუ­ლო დე­გუს­ტა­ცი­ის ბო­ლო სა­ზაფხუ­ლო შეხ­ვედ­რას და­ი­ნინგ რუმ­მა უმას­პინ­ძ­ლა. დე­გუს­ტა­ცი­ის თე­მაც, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზაფხუ­ლო და სა­არ­და­დე­გე­ბო გახ­ლ­დათ - ქარ­თუ­ლი ვარ­დის­ფე­რე­ბი (როზე) და ტვი­შე­ბი. შა­ბა­თის ცხელ შუ­ადღეს კლუ­ბის თორ­მე­ტამ­დე წევ­რი და­ი­ნინგ რუ­მის მრგვალ მა­გი­დას შე­მო­უს­ხ­და და ქარ­თულ სა­ზაფხუ­ლო ღვი­ნო­ებს სა­მი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პურ­თან და ევ­რო­პულ ყველ­თან ერ­თად აჭაშ­ნი­კებ­და.
და­გე­მოვ­ნე­ბულ და გან­ხი­ლულ იქ­ნა რო­ზეს სა­მი (თელიანი ვე­ლი, ბა­და­გო­ნი, თე­ლა­ვის მა­რა­ნი) და ტვი­შის ექ­ვ­სი (თბილღვინო, მილ­დი­ა­ნი, რა­ჭუ­ლი ღვი­ნო, თე­ლა­ვის მა­რა­ნი, GWS, თე­ლი­ა­ნი ვე­ლი) ჩა­მოს­ხ­მა.
მკა­თათ­ვის ჩა­ლის­ფე­რი შუ­ადღე იდ­გე­ბა თუ აგ­ვის­ტოს გრძე­ლი, ვარ­დის­ფე­რი სა­ღა­მო, გრილ­სა და ჩრდილს ისე არა­ფე­რი უხ­დე­ბა, რო­გორც ცი­ვი, მსუ­ბუ­ქი, დე­ლი­კა­ტუ­რი ღვი­ნო, ხი­ლის თუ კენ­კ­რო­ვა­ნი. მაშ ასე, იც­ნობ­დეთ.
ტვი­ში - წარ­მო­ე­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რი ზო­ნა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რა­ჭა-­ლეჩხუ­მის გო­რაკ­-­ბორ­ც­ვი­ან ზო­ნა­ში, მდი­ნა­რე რი­ო­ნის მარ­ჯ­ვე­ნა მხა­რეს მდე­ბა­რე­ობს. ტვი­ში ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის კონ­ტ­რო­ლი­რე­ბა­დი უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის თეთ­რი ნა­ხევ­რად ტკბი­ლი ღვი­ნოა და მზად­დე­ბა ცო­ლი­კა­უ­რის ჯი­შის ყურ­ძ­ნის­გან, ტკბი­ლის არას­რუ­ლი და­დუ­ღე­ბით. ტვი­ში ხა­სი­ათ­დე­ბა ღია ჩა­ლის­ფე­რის მსუ­ბუ­ქი გრა­და­ცი­ე­ბით, ნა­ზი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი გე­მო­თი, ხი­ლის ტო­ნე­ბით, ჯი­შუ­რი არო­მა­ტით და სა­სი­ა­მოვ­ნო სიტ­კ­ბო­თი.
რო­ზე - ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლი­ა, რო­დის გაჩ­ნ­და პირ­ვე­ლი რო­ზე, თუმ­ცა, ცნო­ბი­ლი­ა, რომ ან­ტი­კურ სა­ბერ­ძ­ნეთ­ში ბევ­რი ღვი­ნო მკრთა­ლი ვარ­დის­ფე­რი იყო. ასე­ვე ცნო­ბი­ლი­ა, რომ ბერ­ძ­ნე­ბი ღვი­ნოს წყალ­ში გა­ზა­ვე­ბულს სვამ­დ­ნენ. შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა, ბერ­ძ­ნუ­ლი ღვი­ნო ამი­ტო­მაც იყო ვარ­დის­ფე­რი. ქარ­თუ­ლად რო­ზე ითარ­გ­მე­ბა რო­გორც „წითლად, ვარ­დის­ფ­რად შე­ფე­რი­ლი”, მაგ­რამ ხში­რად ვარ­დის­ფ­რის სპექ­ტ­რი თა­მა­მად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი­ა, გვევ­ლი­ნე­ბა ღია ნა­რინ­ჯის­ფ­რად, გარ­გა­რის­ფ­რად, ძო­წის­ფ­რად და ჟო­ლოს­ფ­რა­დაც კი. ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს რო­ზეს დამ­ზა­დე­ბის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ტრა­დი­ცია აქვთ. ევ­რო­პა­ში, ისე­ვე რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რო­ზე ტრა­დი­ცი­უ­ლად თეთ­რი ღვი­ნის წით­ლით შე­ფერ­ვით მი­ი­ღე­ბო­და. დღეს ევ­რო­პა­ში ამ მე­თო­დით მი­ღე­ბუ­ლი რო­ზე ნამ­დ­ვილ რო­ზედ ვერ ჩა­ით­ვ­ლე­ბა და წი­თე­ლი ჯი­შე­ბი­დან იწუ­რე­ბა, ისე­ვე რო­გორც წი­თე­ლი ღვი­ნო, იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ, ფერ­მენ­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში წვენს ყურ­ძ­ნის გარ­ს­თან, ჭა­ჭას­თან გა­ცი­ლე­ბით ხან­მოკ­ლე შე­ხე­ბა აქვს, ვიდ­რე ეს წი­თე­ლი ღვი­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში­ა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ „ახალი სამ­ყა­როს” ქვეყ­ნე­ბი რო­ზეს დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით აწარ­მო­ე­ბენ, მის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან მწარ­მო­ებელ ქვეყ­ნად ისევ საფ­რან­გე­თი რჩე­ბა. სამ­ხ­რეთ­ში რო­ზეს­თ­ვის სა­უ­კე­თე­სოა ტა­ვე­ლის აპე­ლა­სი­ო­ნი და პრო­ვან­სი, ჩრდი­ლო­ეთ­ში კი - ლუ­ა­რას ხე­ო­ბა და ან­ჟუ.
სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რო­ზეს წი­თე­ლი ჯი­შე­ბი­დან დამ­ზა­დე­ბა სულ რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­იწყეს. ერ­თი შე­ხედ­ვით ბუ­ნებ­რი­ვიც არის, რომ რო­ზეს და­წურ­ვა ქარ­თულ­მა ღვი­ნის კომ­პა­ნი­ებ­მა სა­უ­კე­თე­სო კა­ხუ­რი ჯი­შის - სა­ფე­რა­ვის ყურ­ძ­ნი­დან არ­ჩი­ეს. თუმ­ცა, რო­გორც დე­გუს­ტა­ცი­ა­ზე ღვი­ნის კლუ­ბის წევ­რ­მა, სო­ლო­მონ ცა­იშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, „საფერავი რო­ზეს­თ­ვის ნაკ­ლე­ბად პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი ჯი­ში­ა. უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, თუ ქარ­თუ­ლი ღვი­ნის კომ­პა­ნი­ე­ბი რო­ზეს და­წურ­ვას ისე­თი ენ­დე­მუ­რი ჯი­შე­ბი­და­ნაც შე­ეც­დე­ბი­ან, რო­გო­რიც ალა­დას­ტუ­რი ან თავ­კ­ვე­რი­ა”.
დე­გუს­ტა­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი რო­ზეს სა­მი ნი­მუ­ში­დან ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა თე­ლი­ა­ნი ვე­ლის რო­ზემ (2008) და­იმ­სა­ხუ­რა, შემ­დეგ - ბა­და­გო­ნის სა­ფე­რავ­მა რო­ზემ (2007) და ბო­ლოს - თე­ლა­ვის ღვი­ნის მარ­ნის (2008) ვარ­დის­ფერ­მა. მე ბა­და­გო­ნის სა­ფე­რავ რო­ზეს (2007) მი­ვა­ნი­ჭებ­დი უპი­რა­ტე­სო­ბას. 
სა­ფე­რა­ვი რო­ზე, ბა­და­გო­ნი 2007 - ეს მშრა­ლი ვარ­დის­ფე­რი ღვი­ნო ალაზ­ნის ველ­ზე მო­წე­უ­ლი სა­ფე­რა­ვი­და­ნაა და­ყე­ნე­ბუ­ლი. ფე­რით მღვრიე ჟო­ლოს­ფე­რი­ა, იგ­რ­ძ­ნო­ბა ვარ­დი­სა და მარ­წყ­ვი­ს ტო­ნე­ბი. ჯა­ნი­ა­ნი ვარ­დის­ფე­რი ღვი­ნო­ა, ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო გე­მო­თი და ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და­გე­მოვ­ნე­ბით.
რო­ზე, თე­ლი­ა­ნი ვე­ლი 2008 - ეს რო­ზე ღია ალუბ­ლის­ფე­რი­ა, გრე­იპ­ფ­რუ­ტის, მჟა­ვე ხი­ლის, ტყლა­პის, წი­თე­ლი კენ­კ­რის ტო­ნე­ბით. ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ვარ­დის­ფე­რია ქარ­თუ­ლებს შო­რის.
რო­ზე, თე­ლა­ვის მა­რა­ნი 2008 - კონ­დო­ლის ვე­ნა­ხის სა­ფე­რა­ვი­და­ნაა და­წუ­რუ­ლი, ღია ჟო­ლოს­ფე­რი­ა, საკ­მა­ოდ მა­ღალ­მ­ჟა­ვი­ა­ნი, ყვა­ვი­ლე­ბი­სა და მწი­ფე საპობი ატ­მის ტო­ნე­ბის შემ­დეგ წი­თე­ლი ხი­ლი და მცი­რე­დი მი­ნე­რა­ლუ­რო­ბაც იჩენს თავს.
და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ე­ცა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ტვი­შე­ბის სა­ერ­თო დო­ნეს. კლუ­ბის წევ­რე­ბი არა­ერ­თხელ და ერ­თხ­მად აღ­ნიშ­ნავ­დენ, რომ ტექ­ნო­ლო­გია მიდ­რე­კი­ლია ღვი­ნის ბუ­ნებ­რივ და­ვარ­გე­ბა­ში ჩა­რე­ვით, ჩა­მოს­ხ­მებ­ში ჭარ­ბობს გო­გირ­დის, ხში­რად სპირ­ტის გე­მო. უმე­ტე­სად და­კარ­გუ­ლია ან სუს­ტად არის გა­მოვ­ლე­ნი­ლი ცო­ლი­კა­უ­რის ბუ­ნებ­რი­ვი არო­მა­ტი და გე­მო. ამ მხრივ გა­მო­ნაკ­ლი­სი აღ­მოჩ­ნ­და GWS-ის ტვი­ში (წელი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის). ამ ჩა­მოს­ხ­მამ, რო­მელ­საც დუ­ღი­ლი ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. კლუ­ბის წევ­რ­თა აზ­რით, მხო­ლოდ GWS-ის ტვი­ში აღ­მოჩ­ნ­და ცო­ლი­კა­უ­რის „ჭეშმარიტ ხა­სი­ათ­თან” ყვე­ლა­ზე მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი, „ორგანული სიტ­კ­ბო­თი, თაფ­ლი­სა და ზაფხუ­ლის ყვა­ვი­ლო­ბის ტო­ნე­ბით”. მე­ო­რე ად­გი­ლი თე­ლი­ა­ნი ვე­ლი­სა (2008) და მილ­დი­ა­ნის (2005) ტვი­შებ­მა გა­ი­ნა­წი­ლეს.
ტვი­ში, GWS, წე­ლი მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის - ჩა­ლის­ფე­რი, უფ­რო თაფ­ლის­ფე­რი ეთ­ქ­მის. ყვე­ლა­ზე და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი ტვი­ში იყო ამ დე­გუს­ტა­ცი­ა­ზე. ეფექ­ტურ სურ­ნე­ლებ­სა და და­გე­მოვ­ნე­ბა­ში კარ­გად ჩან­და ცო­ლი­კა­უ­რის ჯი­შუ­რი ნიშ­ნე­ბიც.
ტვი­ში, მილ­დი­ა­ნი 2005 - სხვებ­თან შე­და­რე­ბით ცოცხა­ლი და მა­ღალ­მ­ჟა­ვი­ა­ნი ტვი­ში­ა, თუმ­ცა, ხურ­მის ჩი­რი­სა და ნა­ღე­ბის ტო­ნე­ბიც მო­ჩანს.
ტვი­ში, თე­ლი­ა­ნი ვე­ლი 2008 - თე­ლი­ა­ნი ვე­ლის ტვი­ში სულ ახა­ლი ჩა­მოს­ხ­მუ­ლი­ა, ორი­ო­დე თვის. ლეჩხუმ­ში, ტვი­შის ზო­ნა­ში მოყ­ვა­ნი­ლი ცო­ლი­კა­უ­რის ბო­ლო მო­სავ­ლის ღვი­ნო­ა. უფ­რო ოქ­როს­ფე­რი ეთ­ქ­მის, ვიდ­რე ჩა­ლის­ფე­რი. ხა­სი­ათ­დე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნე­ლით. გა­მო­ირ­ჩე­ვა ლეღ­ვი­სა და ანა­ნა­სის ჩი­რის ტო­ნე­ბი. 

სტატიაში მოხსენიებული ღვინოების შეძენა
შესაძლებელია ღვინის მაღაზია „ღვინის სამყაროში”
(
რ. ლაღიძის 2. ტელ: 98 95 84 ) ან ჰიპერმარკეტ
გუდვილის ვაკისა და დიღმის ფილიალებში
(
ი. ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ: 24 33 02 / 03,
ფარნავაზის გამზ. 2. ტელ: 24 36 70). 

© „ტაბულა“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.