Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რთველი 2010 – მიხეილ სააკაშვილი – „მეტის მოთმენას აღარ ვაპირებ“

გელა მთივლიშვილი

20 ივლისს ყვარელში მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა. პრეზიდენტი მთავრობის სხდომაზე დაინტერესდა, როგორია ყურძნის მოსავლის მოლოდინი წელს და როგორ აპირებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მის დაბინავებას. სააკაშვილი სამინისტროებში ნაცნობ - მეგობრობის ნიშნით კადრების შერჩევასაც შეეხო. პრეზიდენტის განცხადებით, კადრების შერჩევისას ნაცნობობა, მეგობრობა, ტრუსიკის ძმაკაცობა, ბიძაშვილობა და მამიდაშვილობა არ უნდა ჭრიდეს.
„უწინარესად, მსურს ყველას მოგილოცოთ ახალი საკურორტო ზონის გახსნა საქართველოში. იმ ხალხის გასაგონად მინდა განვაცხადო, ვისაც ჯერ ტყუილების მოგონება, შემდეგ კი საკუთარ ტყუილებზე ქილიკი უყვარს, ვინც ხშირად ამბობს, რომ ჩვენ ერთი და იგივე რამეს რამდენჯერმე ვხსნით - ეს არ არის ის ტბა, რომელზეც წინა მთავრობის სხდომა გავმართეთ.
ჩვენ შევიკრიბეთ კახეთში, რათა რთველის მოსამზადებლად ყველა საკითხი განვიხილოთ. ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს დაგეგმილი, რათა მზადება ბოლო წუთში არ დაიწყოს. რამდენადაც ცნობილია, სეტყვის შედეგად, ვენახები რამდენიმე ადგილზე დაზარალდა. რა თქმა უნდა, ეს მძიმე დარტყმაა ხალხისთვის, მაგრამ მთავარი უნდა ავიცილოთ თავიდან, აგვისტოდან ოქტომბრის ჩათვლით - რთველის პერიოდში პრობლემები არ შეგვექმნას მოსავლის აღებასა და დაბინავებასთან დაკავშირებით. ვიდრე რთველის საორგანიზაციო საკითხებზე ვისაუბრებთ, მინდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს შევეხო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ბაკურ კვეზერელს მკაცრად უსაყვედურა. ყვარელში გამართულ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა ევროპაში ქართული ნაძვის ხეების მოშენების ფაქტი გაიხსენა. სააკაშვილის თქმით, საქართველოდან გატანილი თესლებით ევროპაში ქართული ნაძვის ხეები მოაშენეს, თუმცა, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ადამიანებმა, რომლებიც ქართული ნაძვის ხის ჯიშებით დაინტერესდნენ, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კონტაქტი ვერ დაამყარეს. ამის შემდეგ სააკაშვილმა მინისტრს მოსთხოვა, მიეწოდებინა ინფორმაცია, როგორია ყურძნის მოსავლის მოლოდინი წელს და როგორ აპირებს სამინისტრო მის დაბინავებას.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი: „ბატონო პრეზიდენო, 2009 წლის რთველი იყო ნამდვილად წარმატებული და სამაგალითო. წელსაც ვაპირებთ, რომ ერთი მხრივ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი დახმარებით, ხოლო, მეორე მხრივ, 2009 წლის მსგავსი ორგანიზებულობით, გავხსნათ ყურძნის ჩაბარების 34 ქარხანა. შესაბამისად, მთელი კახეთის მასშტაბით, ყურძნის მიმღები 34 პუნქტი გაიხსნება. წელს 2009 წლის შედეგის გაუმჯობესებას ვგეგმავთ. ამის ყველა წინაპირობა გვაქვს და გპირდებით, რომ ეს ასეც იქნება. საწარმო კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში იმუშავებს. პროცესი 22 აგვისტოს დაიწყება. შარშანდელი წლის შემდეგ, ჩვენ, პრაქტიკულად, თვენახევრიან რთველზე გადავედით, რაზეც ადრე მხოლოდ ვოცნებობდით. თქვენ გახსოვთ, რომ წინა წლებში რთველი 20-დღიანი იყო, დგებოდა რიგები, რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევდა მოსახლეობაში და გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა ხარისხთან მიმართებაშიც.
მიხეილ სააკაშვილი: სექტემბრის მეორე ნახევრიდან ვიწყებთ ყურძნის გამოტანას, ამიტომ მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ გომბორის გზის მშენებლობა, რადგან ეს გზა არის სასიცოცხლო არტერია როგორც თელავისა და ახმეტისთვის, ისე ყვარლისთვის. ეს გზა მნიშვნელოვანია სხვა რაიონებისთვისაც მოძრაობის განმუხტავის თვალსაზრისით. ერთი მხრივ, ეს გზა გაახუთმაგებს კახეთის ტურისტულ პოტენციალს, ხოლო, მეორე მხრივ, სოფლის მეურნეობის სფეროში წარმოუდგენელი წინსვლა გვექნება“.
ბაკურ კვეზერელი: „ამ გზის შენებლობის დასრულების შემდეგ თელაველი მევენახეები საგარეჯოს მევენახეების პირობებში აღმოჩნდებიან“.
მიხეილ სააკაშვილი: „რამდენ ადგილზე დააზარალა სეტყვამ ვენახები“?
ბაკურ კვეზერელი: „მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ყვარლისა და თელავის რაიონების ზოგიერთ სოფელს, მსგავსი შემთხვევები იყო სხვა რაიონებშიც, თუმცა ნაკლებად“.
მიხეილ სააკაშვილი: „ძალიან ცოდოა ხალხი, ვინც ამ მხრივ დაზარალდა, მაგრამ რაც გადაურჩათ, ის მაინც უნდა გასაღდეს მაქსიმალურად კარგად. ეს ძალზე მნიშვნელოვანია“.
ბაკურ კვეზერელი: „ჩვენ გაკეთებული გვაქვს ამის აღრიცხვა და ვიცით ამ მხრივ რომელ სოფლებს დავუწესებთ გარკვეულ შეღავათებს. დაზიანებული ყურძენი კონცენტრანტის სახით გადამუშავდება, რათა ეს ღვინის ხარისხზე არ აისახოს. რთველთან დაკავშირებით სულ ეს არის რაც შეგვიძლია ვთქვათ. 10 დღის შემდეგ გვექნება მოსავლის ზუსტი პროგნოზი და ზუსტად გაიწერება როგორც ბიუჯეტი, ისე ის მოცულობები, რომლებიც ამა თუ იმ ქარხანაში დაბინავდება. იმის შესახებ სად რა ჯიშის ყურძენი გადამუშავდება, მოსახლეობაც გაფრთხილებული იქნება“.
მიხეილ სააკაშვილი: „რამდენი დაჯდა ყურძნის სუბსიდირება შარშან“?
პრემიერ - მინისტრი ნიკა გილაური: „შარშან 22-23 მილიონი ლარი გამოგვივიდა. წელს კი ორი სხვადასხვა მექანიზმია შემოთავაზებული“.
მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრებმა, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილისგან შენიშვნები დაიმსახურეს, განაცხადეს, რომ ყველა შენიშვნა სამართლიანი იყო.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის განცხადებით, დევნილებთან მეტი კომუნიკაცია ნამდვილად საჭიროა. „ჩვენც ვიცით, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მიღწეულით კმაყოფილება უმოქმედობას ნიშნავს. ამიტომ მეც უნდა გამოვიფხიკო ყურები და სხვებმაც“,- განაცხადა სუბელიანმა.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის თქმით, არსებობს საკითხები, სადაც საექსპერტო ნაკლებია, თუმცა, სამინისტრო ამ პრობლემის მოგვარებას ეცდება.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ კი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაიჩივლა, რომ ლიცენზიების გაყიდვა ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს შორის არალოგიკურად არის განაწილებული.

www.humanrights.ge
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული