Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეგრული როლს როისის ამერიკული ვოიაჟი

ცოლ-ქმარი, ტერი და ქეთი სალივანები ცნობილი მოგზაურები და ღვინის მწერლები არიან, რომლებიც მსოფლიოს ცნობილ მარნებს სტუმრობენ და თავადაც ქმნიან მნიშვნელოვან ენოტურისტულ მარშრუტებს. მათ მსოფლიოს 1000-ზე მეტი მეღვინეობა და ვენახი აქვთ მოვლილი, მათ შორის, საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ისინი ამერიკაში ქვევრის ღვინოს აწარმოებენ. 

ამჯერად ტერი სალივანი საკუთარ ბლოგზე - Wine Trail Traveler - მკითხველს ბოთლი ოჯალეშის ამერიკაში მოგზაურობის ისტორიას მოუთხრობს. მეუღლესთან ერთად ის სალხინოს დადიანების მარანს სტუმრობს. ეს მისი საყვარელი ენოტურისტული ცენტრია, რომლის შესახებაც არაერთხელ დაუწერია თავის ძველ პოსტებში. 

ოჯალეში კი მისი ფავორიტი ქართული ღვინოა, რომელსაც ერთი ბერის შედარების თანახმად, ხუმრობით, ქართულ როლს როისს უწოდებს, როგორც ჩანს, ფერისა და ხარისხის გამო. 

ტერი სალივანის ბლოგპოსტი დადიანების მარანში მოგზაური წყვილის ვიზიტით იწყება და სრულდება ამერიკაში მცხოვრებ ქართველებთან, ნინა და ნიკა ქუთაისელებთან შეხვედრით. 

ნინა ფილმებს იღებს, განსაკუთრებით საინტერესოა მისი პროექტი- რვაათასი მოსავლის მიწა (The Land of 8000 Vintages). ტერიმ აღმოაჩინა, რომ ის და მისი ძმა ოჯალეშისა და დადიანების მარნის დიდი მოყვარულები იყვნენ და საგანგებო ძღვენი სალხინოელი ბერებისგან - ბოთლი ოჯალეში - სწორედ მათ უსახსოვრა. 

ღვინის მწერალი სალხინოს დადიანების მარნის ოჯალეშს ასე ახასიათებს - მუქი ლალისფერი, შავში გარდამავალი, შავი ხილის, განსაკუთრებით კი - შავი ალუბლის, ასევე, ქლიავისა და მაყვლის ტონებით. სხეულიანი ღვინის ტანინები მგრძნობიარეა ხილის ტონების სრულ დაბოლოებამდე. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.