Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი დრო, ახალი ღვინო: 2024 წლის გამორჩეული ტენდენციები

2024 წლის ღვინის ტენდენციებზე საუბრისას ორი ძირითადი მიმართულება იკვეთება: მდგრადობა და ალტერნატიული შეფუთვები. ეს ტენდენცია არა მხოლოდ ბიოლოგიურ მეურნეობას და ღვინის ბოთლების მრავალჯერად გამოყენებას მოიცავს, არამედ ხარისხიანი ღვინოების მინიმალურ ფასებსაც. ამასთან, ჯანმრთელობის ასპექტიც წამყვან როლს იკავებს, სადაც ზომიერებას მეტი ყურადღება ექცევა: “ბოლო წლებში თუ სულ უალკოჰოლო ან დაბალ ალკოჰოლური ღვინოები იყო პოპულარული, წელს, 2024-ში აქცენტი ზომიერი სიამოვნების მიღებაზე უფრო კეთდება.”

როგორც გერმანულ საინფორმაციო ვებგვერდზე OpenPR-ზე ვკითხულობთ, ახალ ღვინის რეგიონებს შორის საქართველო განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, ისევე როგორც სლოვენიის, ხორვატიისა და უნგრეთის ქვეყნები. ევროპის მიღმა საინტერესო რეგიონებად ითვლება მექსიკა და ურუგვაი. PIWI-ის სოკოზე გამძლე ვაზის ახალი ჯიშებიც უფრო პოპულარული ხდება, რადგან მათ ნაკლები ქიმიური საშუალება სჭირდებათ.

ამასთან, გერმანული წითელი ღვინოები, განსაკუთრებით spätburgunder, აქტიურად ბრუნდება პოპულარული ღვინოების სიაში, ხოლო ზაფხულისთვის kabi ან kabinetwein იდეალურია თავისი სიმსუბუქით და გამორჩეული არომატებით.

2024 წლის ღვინის ტურიზმის ტენდენცია მოიცავს ღვინის მარშრუტებს, ღვინის დეგუსტაციებსა და ვენახებში ხშირ სტუმრობას. ამ ტრენდს ასევე ახლავს „Slow Food“-ის მოძრაობის მზარდი პოპულარობა, რომლის იდეაც იტალიიდან,  პიემონტიდან მოდის: “ღვინის ინდუსტრია ღვინის მოყვარულებს დღითიდღე სიახლეს სთავაზობს, რაც ნამდვილად იკვეთება არის ის, რომ მომხმარებლები მეტად ითხოვენ დეტალურ ინფორმაციას ღვინის შემადგენლობისა და კვების ღირებულებების შესახებ.

ზოგადად, წლევანდელ წელს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალ ვაზის ჯიშებს, რომლებიც სოკოს მიმართ მდგრადობით გამოირჩევა და ნაკლები პესტიციდების გამოყენებას საჭიროებს, რაც ეკოლოგიურად უფრო სუფთა პროდუქციას უზრუნველყოფს: “ამასთან, ღვინის ახალ რეგიონებს, როგორიცაა საქართველო და აღმოსავლეთ ევროპა, უფრო მეტი ღვინის მოყვარული სტუმრობს, ხოლო ალტერნატიული შეფუთვები და მდგრადი წარმოება ღვინოს ახალი სეგმენტების მომხმარებლებისთვის უფრო ხელმისაწვდომს და მიმზიდველს ხდის.”  

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული