Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კახელ გლეხებს ყურძნის დალპობის ეშინიათ

უკვე მესამე დღეა რაც კახეთში ყურძნის რეალიზაცია პრობლემად იქცა.  რადიო ჰერეთის ინფორმაციით, აკურის, ვაჩნაძიანის და წინანდლის ღვინის ქარხნებთან ათეულობით გლეხი ყურძნის ჩაბარებას უშედეგოდ ცდილობს.

როგორც გლეხებმა ღვინის ქარხნებთან მისულ რადიო ``ჰერეთის`` კორესპონდენტს განუცხადეს, უკვე მესამე დღეა ყურძნის ჩაბარებას უშედეგოდ ცდილობენ.

``3 დღის დაკრეფილი ყურძენი უვე მჟავდება და შესაბამისად მისი ფასიც იკლებს. თუ ყურძნის რეალიზაციას უახლოს პერიოდში ვერ მოვახერხებთ, მთელი წლის მოსავალი ქარხანასთან დაგვილპება`` - აცხადებენ გლეხები.

რადიო ``ჰერეთი`` კომენტარისთვის კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას დაუკავშირდა. გუბერნატორის მოადგილემ გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ რიგები ჩვეულებრივი მოვლენაა და ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

მისივე თქმით, რიგები ქარხნებში ავზების გადავსებამ გამოიწვია და ყურძნის ჩაბარება დღის ბოლომდე აღდგება.

``ადამიანის უფლებათა ცენტრი`` საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებს კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს ყურადღება მიაქციოს.  ცენტრის კახეთის კოორდინატორმა გელა მთივლიშვილმა რადიო ``კომერსანტთან`` საუბარში რეგიონში შექმნილ ვითარებას საგანგაშო უწოდა. ``ჩვენი შეფასება რთველთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან განსხვავებით სახარბიელო არ იქნება. ბოლო სამი დღეა პირადად ვაკვირდებოდი ყურძნის ჩაბარების პროცესს. გლეხები ყურძნით დატვირთული მანქანებით მთელი დღეები დგანან ქარხნებთან.  ვითარება ნამდვილად საჭიროებს ცენტრალური ხელისუფლების ჩარევას,`` – აცხადებს მთივლიშვილი.

მისი თქმით, ღვინის ქარხნებში შესული არიან ინვესტორები, რომელთა ნაწილი მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ყურძენს იბარებს, ზოგს კი საჭირო რაოდენობის ჭურჭელი არა აქვს. ``რთველს პოლიცია აკონტროლებს და ხალხს ქარხნიდან ქარხანაში აქეთ–იქით დაატარებენ. კახეთში 50–მდე ქარხანაა კახეთში და ყურძენს მხოლოდ 11 იბარებს. წელს ისედაც ცოტა მოსავალია, მაგრამ პრობლემები მაინც არის. ვისაც გავლენიანი ნაცნობი არ ჰყავს, რიგში დგომა საათობით უწევს,``– აცხადებს მთივლიშვილი.

გარდა ამისა, მისი ინფორმაციით, ღვინის ზოგიერთი ქარხანა თავის საკუთარი ვენახებიდან ყურძენს სხვა ქარხანაში აბარებს, ამ გზით სახელმწიფოს მიერ გლეხებისთვის გამოყოფილ სუბსიდიასაც იღებს და სახელმწიფოს მიერვე ღვინის კომპანიებისთვის გამოყოფილ ფულად დახმარებასაც. ``ვფიქრობ ხელისუფლება ამაზე რეაგირებას აუცილებლად მოახდენს,`` –აცხადებს მთივლიშვილი.

რადიო ``ჰერეთი``, რადიო ``კომერსანტი``

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული