Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინის კლუბი“ კახეთში ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის ტრენინგებს გამართავს

აპრილის შუა რიცხვებიდან კახეთის რეგიონში „ღვინის კლუბი“, USAID-ის პროგრამის, ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI) ხელშეწყობით, საგანმანათლებლო ციკლს დაიწყებს, რომელიც სხვადასხვა თემატური ტრენინგის ჩატარებას გულისხმობს: ღვინის შეთავაზება და მომსახურება, როგორ დავაგემოვნოთ ღვინო, ღვინისა და კერძის შეხამება, ქართული ღვინის კლასიფიკაცია: ჯიშები, რეგიონები, ტიპები, ქართული ღვინის ისტორია, მსოფლიოს ღვინოები, ღვინის ნაკლოვანებები და დაავადებები, მევენახეობა-მეღვინეობის ძირითადი პრინციპები და ტიპები, ღვინის მარკეტინგი და სხვ.

პირველ რიგში იგეგმება ტრენინგი „ღვინის შეთავაზება და მომსახურება“, რომელსაც WSET–ის სერტიფიცირებული სპეციალისტი, ღვინის კონსულტანტი ალექს ბადუაშვილი გაუძღვება.

ტრენინგი ჩატარდება აპრილის შუა რიცხვებში.

· მსმენელები შეისწავლიან ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების სერვირებას, მომსახურების საფუძვლებს, დახვეწენ სტუმართან ურთიერთობის უნარებს.

· კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (“ღვინის შეთავაზება და მომსახურება”), “ქართული ღვინის გზამკვლევი”–ის ბოლო გამოცემა, საგამოცდო ინვენტარი და ტესტები, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი.

 · ტრენინგის ხანგრძლივობა: 2 დღე

 · ტრენინგის ღირებულება ერთ მსმენელზე შეადგენს 140 ლარს. HoReCa კომპანიების წარმომადგენლებისათვის (სასტუმროების, რესტორნების, ღვინის კომპანიების და სხვ. თანამშრომლების) საფასურის ნახევარს დაფარავს EPI.

სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge. 

            მომდევნო თვეების განმავლობაში ღვინის კლუბი კიდევ რამდენიმე ტრენინგის გამართვას გეგმავს კახეთის რეგიონში.

უფრო დეტალურად ღვინის კლუბის სკოლის შესახებ იხ. აქ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.