Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წინასააღდგომო აქციები და ფასდაკლებები ბოთლის ღვინოზე

წითელი კვერცხის, პასკისა და სადღესასწაულო კერძების გვერდით, საააღდგომო სუფრის მნიშვნელოვანი ნაწილია ღვინო. წინასააღდგომოდ ღვინის მწარმოებელი ზოგიერთი კომპანია და, თითქმის, ყველა მსხვილი სავაჭრო ობიექტი საქართველოში მომხმარებელს ღვინოზე, დაახლოებით, 15-20 %-იან ფასდაკლებებსა და სხვადასხვა სახის აქციებს სთავაზობს. 

სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში ბოთლის ღვინის ფასები 4 ლარიდან იწყება, რასაც ვერ ვიტყვით სპეციალიზებულ მაღაზიებზე, სადაც საფასო ნიშნულები სადღესასწაულოდ, თითქმის, არ შეცვლილა. ზოგიერთი კომპანიის პროდუქციაზე დიდი ფასდაკლება, ექსკლუზიურად, მათს ბრენდულ მაღაზიებში გვხვდება, სხვა შემთხვევაში, წინასააღდგომო შემოთავაზებებს კომპანიები, უმეტესად, მსხვილ სავაჭრო ობიექტებზე ავრცელებენ, ან თავად რითეილერები აკლებენ ფასებს და აცხადებენ სხვადასხვა აქციებს თავიანთ მაღაზიებში. ღვინოზე სააღდგომო აქციებსა და ფასდაკლებებს  მომხმარებლებს სთავაზობს ღვინის მწარმოებელი კომპანიები - „თელიანი ველი“, „GWS“, „ბადაგონი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „მეღვინეობა ხარება“,  „თბილღვინო“, „ბაგრატიონი 1882“. 

„სმარტის“, „კარფურის“, გუდვილისა“ და „ფრესკოს“ ქსელებში 4-10 ლარის საფასო სეგმენტის ფართო არჩევანს ქმნის „თელიანი ველის“, „ბადაგონისა“ და „ბაგრატიონი 1882“-ის ღვინოები. წითლები - საფერავი – 6.30 ლ. („ბადაგონი“); თეთრები - კახური # 8 – 4.25 ლ., მწვანე - 6.50 ლ., მანავის მწვანე - 6.55 - 6.60 ლ., წინანდალი - 7.50 ლ., ალაზნის ველი - 7.60 ლ. („თელიანი ველი“), ვაზისუბანი - 7.20 ლ., წინანდალი - 7.70 ლ., მანავი - 7.90 ლ. („ბადაგონი“); როზე - ვარდი - 8.40 ლ. („ბაგრატიონი 1882“); ცქრიალა ღვინოები - ოქრო - 8.40 ლ. (ბაგრატიონი 1882), ცქრიალა ნახევრად ტკბილი - 8.50 („თელიანი ველი“).  

ამავე საფასო კატეგორიის ღვინოების ფართო არჩევანს მყიდველებს  სთავაზობს „მეღვინეობა ხარებას“ საფირმო მაღაზია, სადაც შესაძლებელია ევროპული წესით დაყენებული თეთრი, ბოთლის ღვინოების (ციცქა, მანავის მწვანე, მწვანე, წინანდალი, რქაწითელი, ალაზნის ველი) 5.00 ლარად შეძენა. წითლებიდან - ამ კატეგორიის ღვინოებზე მოთხოვნის გაზრდის გამო, დღეისათვის შესაძლებელია მხოლოდ 2011 წლის საფერავის შეძენა 7.00 ლარად. აქვე, ცქრიალა ღვინოები წარმოდგენილია 7.5-8.00 ლარად. რაც შეეხება, ქვევრში ტრადიციული წესით დაყენებულ ღვინოებს, მათი ღირებულება 12.00 ლარს შეადგენს. 

10-დან 20 ლარამდე ფასებში მერყეობს „თელიანი ველის“, „მილდიანის“, „GWS“-ის,  „ბადაგონის“ ღვინოები, რომლებიც სავაჭრო ქსელებში წარმოდგენილია 15-20 %-იანი ფასდაკლებით. წითლები - თამადა. საფერავი (GWS),  ქინძმარაული, საფერავი, მუკუზანი („თელიანი ველი“), მუკუზანი („ბადაგონი“); თეთრები - ტვიში („მილდიანი“). 

პრემიუმ კლასის პროდუქციიდან ფასდაკლებები შეეხო, შემდეგ ღვინოებს - კახური წარჩინებული - 21 % („ბადაგონი“), ოცხანური საფერე - 15 % („კახური ტრადიციული მეღვინეობა“), საფერავი 2007 - 10 % („მილდიანი“). 

სააღდგომო აქციები სხვადასხვა სახის შეთავაზებებს ითვალისწინებს, მაგალითად, 2+1 აქციას მომხმარებელს სთავაზობს სუპერმარკეტი „სმარტი“ – „შატო მუხრანის“, „GWS“-ის „თამადასა“ და „ძველი თბილისის“ ღვინოებზე, „კარფურის“ ქსელი კი - ამავე აქციას აცხადებს „მილდიანის“ ღვინოებზე. „2+1 ჩინური“ - საკუთარ ერთგულ მომხმარებელს კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ სთავაზობს, სადაც საჩუქარი კომპანიის ახალი პრემიუმ ხაზის - „ივერიის“ - ჩინურია. 

როგორც ვხედავთ, საქართველოში ღვინის მწარმოებელი კომპანიებიცა და სავაჭრო ობიექტებიც ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვებს უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ. მოხმარებლებს კი სააღდგომოდ ეძლევათ მათთვის ხელმისაწვდომ ფასად ბოთლის ღვინის შეძენის შესაძლებლობა. იმედია, ჩვენი მიმოხილვა სასარგებლო მეგზურად გამოდგება ერთგული მკითხველებისთვის.

გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს და ხალისიან უქმეებს გისურვებთ! 

© ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.