Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვარშავა თბილისისთვის! - ინტერვიუ მარიუშ არტურ ნაპორასთან

მარიუშ არტურ ნაპორა პოლონეთის სომელიეთა ასოციაციის წევრია. ის რამდენიმე კვირის წინ სტუმრობდა საქართველოს რეალითი შოუს „სომელიეების მოგზაურობა“ გადაღებების ფარგლებში, რის შესახებაც ჩვენმა მკითხველებმა უკვე შეიტყეს. საქართველოში მომხდარი ბუნებრივი სტიქიების გამო მარიუშმა გადაწყვიტა, მეგობრებთან ერთად დახმარებოდა თბილისელებს. მან ღია წერილით მიმართა მსოფლიოს სომელიეებს და მოუწოდა თბილისელების დასახმარებლად. ასევე, დაგეგმა აქცია, სახელწოდებით „ვარშავა თბილისისათვის“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოლონელი სომელიეები, მეღვინეები, არტისტები, პოლიტიკოსები და სპორტსმენები. 

ამასთან დაკავშირებით ღვინის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ მარიუშ არტურ ნაპორას ინტერვიუს. 

-    მოგესალმებით, მარიუშ, ვისი ინიციატივა იყო თბილისელების მხარდამჭერი აქციის ჩატარება?

-    მოგესალმებით. ამ საქმის მოთავე თავად გახლდით. კვირას გავიგე საქართველოში მომხდარი უბედურების შესახებ და მაშინვე დავიწყე იდეის ორგანიზება. თავდაპირველად პატარა აქცია მქონდა ჩაფიქრებული, თუმცა ახლა ეს ღონისძიება საკმაოდ მასშტაბურ სახეს იღებს. აქციას ასე ჰქვია „ვარშავა თბილისისთვის“. 

-    ვინ არიან ჩართულნი აქციაში? თქვენ გარდა, ვინ არიან ორგანიზატორები?

-    ამ ეტაპზე ყველაფერს თავად ვაკეთებ, თუმცა მაქვს მხარდაჭერა პოლონეთის პარლამენტიდან. კამპანიას შემოუერთდნენ - მხატვრები - მარტინ ნიელაბა, მაქს მაქსი, პოეტი, ჟურნალისტი - ევა კარბოვსკა, პოეტი, მსახიობი - იანუშ რიბჩინსკი, არაჩვეულებრივი ადამიანი, კულინარიის გენიოსი რომიდან - ნესტორ გროჟევსკი (CRUDOP), ღვინის იმპორტიორი - იაცეკ ვისოცკი, მუსიკის ერთიანი სააგენტოს ხელმძღვანელი - კატრინ იგნატოვიჩი, გრაფიკოსი დიზაინერი - ენდრიუ ჰეინრიხი, ცნობილი სპორტსმენი, რალი დაკარის გამარჯვებული - რაფალ სონიკი, პოლონელი მეღვინეები, პარლამენტარი - მიჩალ შერბა, პოლონეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე - ეკატერინე ლოლაძე და, რა თქმა უნდა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში, ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი. 

-    რა ტიპის და მასშტაბის ღონისძიებას გეგმავთ?

-    პოლონეთის პარლამებტარებისა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ნიკოლოზ ნიკოლოზისშვილის მხარდაჭერით, ძალიან მალე ჩატარდება აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნება წიგნები, ნახატები, ღვინო და სხვადასხვა ღირსშესანიშნავი ნივთები. თანხა, თავდაპირველად, გადაირიცხება პოლონეთის ქართული სათვისტომოს ანგარიშზე ვარშავაში. მოველით, პოლონეთის მედიის მხრიდან დიდ დაინტერესებას. ასევე, ღია წერილით მივმართე მსოფლიოს სომელიეებს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რითიმე დავეხმარო საქართველოს, ყველაფერს ვაკეთებ ამისთვის. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად ჩაივლის. 

 დიდი მადლობა!

ესაუბრა ქეთო ნინიძე

18.06.15

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული