Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უფრთხილდით ბურგუნდიულ ღვინოს!

მსოფლიო ბაზარზე გამოტანილი ბურგუნდიული და ბორდოული ელიტური ღვინოების 20% ფალსიფიცირებულია – ირწმუნება ფრანგული გამოცემა Sud Ouest. ფრანგულმა გაზეთმა გამოაქვეყნა არაოფიციალური მონაცემები, რომ ბაზარზე გამოსული ელიტური ღვინის დიდი ნაწილი ფალსიფიცირებულია. ცოტა ხნის წინ ჩვენ იტალიელი მამა-შვილის აფიორის შესახებ გიამბეთ, რომლებიც ფალსიციფირებულ Domaine de La Romanée-Conti-ს (DRC) ასაღებდნენ. მაშინ სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ 2 მილიონი ევროს ღირებულების 400 ბოთლი ფალსიფიცირებული ღვინო უკვე გაყიდულია, თუმცა კიდევ რამდენი ბოთლია ბაზრზე გატანილი, არავინ იცის. გასულ კვირას ბორდოს სასამართლოში 4-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს სომეხ ემიგრანტს, რომელმაც აუქციონზე Château Mouton Rothschild-ის ყალბი იარლიყები გაიტანა. იარლიყები, რომლებიც საკმაოდ მაღალი ოსტატობით დაუმზადებიათ ჩინეთში, არმან არამიანმა სენტ-ემილიონელ მეღვინე-კოლექციონერს მიჰყიდა. თაღლითი მკაცრ სასჯელს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ, მისდა საბედნიეროდ, იარლიყები დანიშნულებისამებრ არასდროს გამოუყენებიათ ანუ ბოთლზე  არასოდეს მიუკრავთ. 

შეგვიძლია, სხვა მაგალითიც მოვიყვანოთ: ჰონკონგელი მილიონერი და ღვინის კოლექციონერი ჰენრი თენგი (Henry Tang) ამერიკელ ადვოკატს დონ კორნუელს ედავება. ამერიკელმა ადვოკატმა განაცხადა, რომ Christie's-ის აუქციონზე გამოტანილი თენგის კოლექციის DRC-ის რამდენიმე ლოტი მას საეჭვოდ ეჩვენა. შეიძლება ამჯერად ადვოკატი ცდება, რადგან თენგის მეურნეობაში ღვინის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება, მაგრამ სწორედ ამ ადვოკატის დამსახურებაა, რომ დღეს ყველამ ვიცით რუდი კურნივანის ვინაობა, რომლის სახელიც უკვე ფალსიფიკატორის სინონიმადაა ქცეული.

2008 წელს ბურგუნდიელმა მეღვინემ ლორან პონსომ Acker Merrall-ის აუქციონის კატალოგში 1945, 1949, 1959, 1962, 1966 და 1971 წლების  Ponsot Clos St-Denis-ის ღვინოები აღმოაჩინა. თითქოს საგანგაშო არაფერია, მაგრამ ყველა კარგმა მეღვინემ იცის, რომ ამ ღვინის პირველი ვინტაჟი 1982 წელს ჩამოისხა. ლორანის შეფასებით, აუქციონებზე გატანილი ღვინოების 80%, რომლებიც ვითომდა ბურგუნდიის პრესტიჟულ მარნებშია ჩამოსხმული, სინამდვილეში ფალსიფიცირებული სასმელია.  

ბურგუნდიული და ბორდოული ღვინოების გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი არა მხოლოდ კოლექციონერებს, არამედ გამყალბებლებსაც მეტად აღელვებთ. გაფრთხილდით, თუკი რომელიმე ძვირფასი ღვინის შეძენას გადაწყვეტთ, რჩევას მხოლოდ ექსპერტებს ნუ დაეკითხებით - როგორც გაირკვა, ისინიც არაერთხელ შემცდარან. ფრიად უსიამოვნო ფაქტია, მეგობრებს ძვირად ღირებული ღვინის ბოთლს რომ გაუხსნით, იქიდან კი მხოლოდ იაფფასიანი, ფალსიფიცირებული სასმელი გადმოისხმება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული