Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ტასმანიელი მეთუნე, რომელიც ქვევრებს ამზადებს

ისააკ პატმორი მეთუნე ოსტატია, რომელიც ძირითადად პატარა ვაზებზე, ჭიქებსა და თეფშებზე მუშაობს, თუმცა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა მეღვინემ ქვევრის დამზადება სთხოვა, პატმორმა მუშაობა შედარებით მცირე ზომის თიხის ქოთნებით დაიწყო, დიდი ზომის ქვევრზე სამუშაოდ  გარკვეული გამოცდილებაც საჭირო იყო. 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ღვინის დაძველების განსხვავებული მეთოდებით დაინტერესებულმა კიდევ კიდევ ორმა მეღვინემ სთხოვა მისტერ პატმორს თიხის ჭურჭლის დამზადება. ისააკი ამბობს, რომ სმენია კიდევ ორი მეთუნის შესახებ, რომლებიც მეღვინეებისთვის ამზადებს საქონელს, თუმცა მიიჩნევს, რომ ის ერთადერთია ტასმანიაში, ვინც ამჟამად საღვინე თიხის ჭურჭელზე მუშაობს: “ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი მოძრაობაა იმის წინააღმდეგ, თუ რა გზით ამზადებენ კომერციული მწარმოებლები ღვინოს. მეღვინეებს სურთ უფრო მეტი თქვან ძველ მეთოდებზე, რაც, ჩემი აზრით, საკმაოდ მიმზიდველიცაა. სხვა საქმეა ისიც, როდესაც ბაზარზე გატანისას შეგიძლია უამბო მომხარებელს იმის შესახებ, რასაც აკეთებ”. - აღნიშნავს პატმორი. 

Tamar Valley-ის მეღვინეები ჰანა და ბენ პირსონები ტასმანიაში ღვინოს  ქვევრში აყენებენ, იქ უმეტესობა ამფორას იყენებს, იტალიურ ვერსიას. ქართული ქვევრები სხვა თიხის ჭურჭელთან შედარებით უფრო მტვრევადი და მყიფეა, რადგან დაბალ ტემპერატურაზე იწვება: “მისი თბილი წყლით ან რაიმე ხელსაწყოებით გაწმენდა არ შეიძლება, რადგან ცვილის მოცილებით ქვევრი დაზიანდება. თუმცა, ქვევრის გამოყენება ძალიან მოსახერხებელიცაა მეღვინეებისთვის”.

მას შემდეგ, რაც ხუთი ძვირადღირებული, 2500$-იანი ქვევრი გატყდა ტასმანიაში ჩამოტანისას, პირსონებისთვის ერთგვარი დღესასწაული იყო ტასმანიელი მეთუნის პოვნა, რომელიც თიხის ჭურჭელს ამზადებს. 

მისტერ პატმორი უფრო მაღალ ტემპრატურაზე წვავს ქოთნებს, რაც, მისი თქმით, ჟანგვის დონესაც ამცირებს. ახლა პირსონების მესამე რთველია და წელს პირველად გასინჯავენ ღვინოს ტასმანიური ქვევრებიდან: “ეს მართლაც ძალიან საოცარია, რომ 8000 წლის შემდეგ ისინი კვლავ მსგავსად წურავენ ღვინოს საქართველოში. მე აღფთოვანებული ვარ თვითონ მასალითაც, რითიც ქვევრებს ამზადებენ - თავად თიხა ხომ დედამიწიდან მოდის. ქვევრი საშუალებას აძლევს ღვინოს, რომ დარბილდეს და უკეთ გამოავლინოს არომატები, ტანინები - ყველაფერი, რაც ღვინოს განსაკუთრებულს ხდის. ქვევრი ნამდვილად უფრო უკეთ წარმოაჩენს ღვინის თვისებებსა და პოტენციალს, მისი ტექსტურა და არომატი კი ჩვენთვის ნამდვილად ძალიან სასიამოვნოა” - აღნიშნავს ჰანა პირსონი. ჰანა და ბენ პირსონების რამდენიმე სახის ღვინო აქვთ:

2021 ‘The Wild Child’ Pinot noir - Swinging Gate-ის ვენახებიდან. ქვევრში 5 თვის განმავლობაშია დაძველებული. აქვს მაყვლის, წითელი ვაშლისა და მუქი ქლიავის არომატები. იგრძნობთ მიწის ნოტებსაც და ფოთლოვანი ტყის “ატმოსფეროს”. 

 2021 ‘The Clay Plot’ Pinot Gris. წიპწებთან კონტაქტში თავდაპირველად ერთი ღამის განმავლობაში იყო, შემდეგ 28 დღის მანძილზე ძველდებოდა, მას შემდეგ კი უჟანგავი ფოლადის ავზებში გადაიტანეს. აქ იგრძნობთ ატმის, ნაღების, მარწყვისა და წითელი ფორთოხლის სურნელებას. 

2021 ‘The Picnic’ three pinots - ეს ღვინო პინო ბლანის, პინო გრისა და პინო ნუარის ნაზავია (თანაბარი წილით). ღვინო წიპწებთან 5 დღიან კონტაქტში იყო, შემდეგ უჟანგავი ფოლადის ავზში დავარგდა. აქვს საზამთროსა და მწვანე ქლიავის ნოტები. 

2021 ‘The Daisy Chain’ Frontignac -  დურდოზე 52 დღის განმავლობაში იყო. გაიარა სრული მალოლაქტური დუღილი (ორგანული მჟავების დაშლა), ამიტომაც ზამთრის ტექსტურა აქვს.  გამოირჩევა გარგრის, ნუშისა და მანდარინის არომატებით. სტატიას ABC-ის გვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული