გუშინ საღამოს კარდენახის ვენახები ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დააზიანა. ყველაზე მეტად დაზარალდა ე.წ. ახოების ნაკვეთები, განსაკუთრებით მისი ქვედა ნაწილი, ასევე გორიელი და მოწყობილი. შედარებით ნაკლები ზიანი მიაყენა სტიქიამ წარაფებს, თუმცა ბევრგან ყურძენი წარაფებშიც დაზიანდა.
კარდენახში ყურძენი უკვე სიმწიფეში შედიოდა და მევენახეები დაახლოებით 10 დღის შემდეგ აპირებდნენ რთველის დაწყებას. თვითმხილველთა ცნობით, სეტყვა დღეს დილასაც განმეორდა კარდენახში. ზიანის ზუსტი ოდენობა ჯერ–ჯერობით უცნობია.
კარდენახის გარდა, სტიქიის მსხვერპლი გახდა თელავის რაიონის სოფელი ნაფარეული, სადაც ძლიერმა სეტყვამ ათეულობით ჰექტარი ვენახი გაანადგურა. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით ნაფარეულის ვენახებისა და ხეხილის ბაღების 70% დაზიანდა.
© vinoge.com
თქვენი კომენტარი