Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საუკეთესო საჩუქარი ღვინის მოყვარულთათვის

წმინდა ვალენტინის დღე უკვე კარს მოგვდგომია, ამიტომ დროა, საჩუქრებზე ვიფიქროთ. თუ თქვენი მეგობარი ღვინის მოყვარულია, მაშინ ყველაზე მეტად ღვინის ახალი დისპენსერის ჩუქებით გაახარებთ. დისპენსერი, რომელიც კომპანია Vinotemp-მა გამოუშვა, უჟანგავი ფოლადისაგან არის დამზადებული და 4 ბოთლს იტევს. ამ აპარატს ფრიად უნიკალური და სასარგებლო ფუნქცია აქვს: ის არა მარტო ჩამოგისხამთ ღვინოს, არამედ ჩამოსხმული სასმლის რაოდენობასაც გაგიკონტროლებთ. ძალიან მარტივად, ღილაკზე თითის დაჭერით შეგიძლიათ აირჩიოთ სასმლის სასურველი რაოდენობა – 70 მლ.-დან 196 მლ.-მდე. ამ სასარგებლო ფუნქციის წყალობით, ნუ შეგეშინდებათ, რომ ღვინო არასაკმარისი ოდენობით ჩამოასხით, ან პირიქით, ზომას გადააჭარბეთ. ნურც იმის შიში გექნებათ, რომ ეს ძვირფასი სითხე დაიღვრება და ფუჭად დაიკარგება. გამომგონებლებმა, არგონისა და აზოტის წყალობით, დისპენსერს კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია შემატეს - თავღია ღვინო რამდენიმე კვირის განმავლობაში ისე ინახება, რომ სასმელი არც ორთქლდება და არც ძმარდება. დისპენსერს მინის კარი აქვს და შეგიძლიათ ცისფერი დიოდური ნათურით განათებული ბოთლების ცქერითაც დატკბეთ. ამ მოწყობილობას თავზე პატარა თარო აქვს, რომელსაც სხვადასხვა ნივთების, მაგალითად, ბოკლების შესანახად გამოიყენებთ. ღვინის  დისპენსერი გამოდგება როგორც პირადი მოხმარებისათვის, ისე კომერციული საქმიანობისთვის. 40 სმ. სიგანისა და 64 სმ. სიმაღლის ფოლადის ყუთი 1 249 დოლარი ღირს. მართალია, კომპანია Vinotemp-ი დიდი ხანია ღვინისათვის საჭირო მოწყობილობებს აწარმოებს, მაგრამ ამ დისპენსერის გამოშვებით კომპანიამ კიდევ უფრო გაამდიდრა საკუთარი პროდუქციის ასორტიმენტი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.