Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სასმელების კონკურსი სან-ფრანცისკოში

სან-ფრანცისკოში დასრულდა World Spirits Competition-ის რიგით მერვე კონკურსი. წელს ეს კონკურსი ძალზედ მასშტაბური აღმოჩნდა. მასში, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტის ალკოჰოლური ბრენდები მონაწილეობდა - სულ 847 ბრენდი.

წლის სახდელად აღიარეს ამერიკული Buffalo Trace, ვისკის კატეგორიაში საუკეთესოდ ცნეს Highland Park 12 Years Old, ხოლო ბრენდის კატეგორიაში - Loujan 1979 Armagnac. საუკეთესო ლიქიორი გახდა Domaine de Canton ginger liqueur. წლის იმპორტიორის წოდება მიენიჭა Moet Hennessy-ის (აშშ).

არყის კატეგორიაში პირველი ადგილი მიიღო Snow Queen-მა, ჯინის კატეგორიაში - Plymoth-მა. საუკეთესო რომის სტატუსი წილად ხვდა Matusalem-ს, ხოლო საუკეთესო ტეკილასი - AsomBroso Silver-ს და El Tesoro-ს.  

დანარჩენ კატეგორიებში ადგილები ასე განაწილდა: კატეგორიაში "ირლანდიური ვისკი" პირველი ადგილი დაიკავა Jameson Rare Vintage-მა, კატეგორიაში "პურის არაყი" - Rittenhouse-მა. Chivas Regal 25 Year Old აღიარეს, როგორც საუკეთესო კუპაჟის შოტლანდიური ვისკი, ხოლო "ბურბონის" კატეგორიაში საუკეთესოს სტატუსი მოიპოვა Pappy Van Winkle Kentucky Straight-მა.

 

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული