Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამხრეთ აფრიკასა და ევროპას შორის შესაძლოა “ღვინის ომი” გაჩაღდეს

სამხრეთ აფრიკა დიდ ბრიტანეთს “ღვინის ომით” ემუქრება. სამხრეთ აფრიკის ასობით მცხოვრები უმუშევარი რჩება იმის გამო, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და, ზოგადად, ევროკავშირში სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსასხმელი ღვინო გადის ექსპორტზე და პრობლემას სწორედ ეს ქმნის. ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი სამხრეთ აფრიკიდან ევროკავშირის ქვეყნებში – ძირითადად კი ბრიტანეთსა და გერმანიაში – დღითიდღე იზრდება. თუ სამხრეთ აფრიკიდან 2006 წელს ევროპაში 40 მილიონი ლიტრი ღვინო გაჰქონდათ, დღეს ეს მაჩვენებელი 50-60 მილიონ ლიტრს აღწევს. 2006 წელს ექსპორტირებული სამხრეთაფრიკული ღვინოების 35%-ს ჩამოსასხმელი ღვინო შეადგენდა, წელს კი ეს მაჩვენებელი უკვე 52%-მდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ჩამოსასხმელი ღვინის ტრანსპორტირება უზარმაზარი რეზერვუარებით ხდება. ცხადია, ამას გარკვეული უპირატესობა აქვს – იაფი ჯდება, გარემოსათვის ნაკლებ საზიანოა, იმ ქვეყანაში, სადაც ღვინო ჩააქვთ, შეფუთვის ინდუსტრიაში სამუშაო ადგილები იქმნება და გარდა ამისა, მწარმოებელი ადგილზევე წყვეტს, ამა თუ იმ ბაზარზე როგორი შეფუთვით გაიტანოს ღვინო. თუმცა, ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი ზიანს აყენებს მის მწარმოებელ ქვეყანას: იმისათვის, რომ სამხრეთ აფრიკიდან საზღვარგარეთ 10 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდეს, ადგილზე 107 ადამიანის დასაქმებაც საკმარისია. სამხრეთაფრიკელები ადრე შესაფუთ საწარმოებში მუშაობდნენ, ახლა კი უმუშევრები დარჩნენ – აღნიშნავენ  ორგანიზაცია “სამხრეთ აფრიკის ღვინოები”-ს (WoSA) წარმომადგენლები. საბოლოოდ, უმუშევრობის გამო ქუჩაში უკვე დაახლოებით 700 სამხრეთაფრიკელი აღმოჩნდა. სამხრეთ აფრიკის მთავრობა იმუქრება, რომ ისეთ საპასუხო ზომებს მიიღებს, რაც ევროპული ვისკის იმპორტს დააზარალებს. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ ასევე განმარტა, რომ ქვეყანაში დაირღვა სავაჭრო ბალანსი ვისკის იმპორტსა და ღვინის ექსპორტს შორის: გასულ წელს სამხრეთ აფრიკამ შეისყიდა 129 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ვისკი, ხოლო ექსპორტზე მხოლოდ 75 მილიონის ღვინო გაიტანა. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება გეგმავს შეიმუშაოს ხუთწლიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით გამოწვეულ პრობლემებს მოაგვარებენ. ამ პროგრამის მიზანია, შეამციროს გარესამყაროს ზიანი, რომელიც შეფუთვის ინდუსტრიას ახლავს, ასევე შეცვალოს საექსპორტო ბაზარი, რათა სამხრეთ აფრიკა ამ სფეროში ნაკლებად იყოს დამოკიდებული ბრიტანეთზე. ანდრე მორგენტალი – WoSA-ს კომუნიკაციების მენეჯერი - აღნიშნავს, რომ ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი სხვა პრობლემებსაც იწვევს – გარდა იმისა, რომ ქვეყანაში იზრდება უმუშევართა რაოდენობა, იგი დიდ ზიანს აყენებს სამხრეთაფრიკული ღვინის იმიჯს, რადგან ღვინოს ბრიტანეთში ბოთლებში ჩამოსხმის წინ აზავებენ. აქვე მორგანტელი იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ბრიტანეთის ალკოჰოლური ბაზრისადმი მუქარა არც ისე კარგი აზრია. ექსპერტის განმარტებით, ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი რეალური ეკონომიკური მიზეზებით არის გამოწვეული, რაგან საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია. ასე რომ, ხელისუფლებას ბევრი არაფრის შეცვლა შეუძლია. “ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მსგავსად, ხელისუფლებამ უფრო მეტი თანხა უნდა ჩადოს კვლევასა და მარკეტინგში,” – აცხადებს მორგენტალი.  
 
© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.