Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საჯარო ლექცია ღვინის კლუბში - ტერუარის ეფექტი მევენახეობა-მეღვინეობაში

17 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში საქართველოს ღვინის კლუბის ორგანიზებით მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა. მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე, ამჯერად, ენოლოგი ნიკოლოზ ნატროშვილი წარდგა. მოხსენება შეეხებოდა ტერუარის ეფექტს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში.

ენოლოგმა აუდიტორიას გააცნო ტერუარის ცნების განვითარების ისტორია და მისი აქტუალური მნიშვნელობა - რა კომპონენტებს აერთიანებს ტერუარის კონცეფცია თანამედროვე მსოფლიოში. მან საფუძვლიანად მიმოიხილა მსოფლიოს ტერუარების (შვეიცარია, საფრანგეთი, საქართველო, ლიბანი, ხორვატია) მაგალითები, რომელთაგან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საფრანგეთის გამოცდილებას.

ნიკოლოზ ნატროშვილმა მსმენელებს გააცნო ინტერნეტ პორტალირომელიც საფრანგეთში მიმდინარე ათწლიანი პროექტის ონლაინ პროდუქტია. პროექტი ითვალისწინება ფრანგი ენოლოგებისა და ამპელოგრაფების მოგზაურობას მსოფლიოს მასშტაბით ახალი ტერუარების აღმოსაჩენად.

საჯარო ლექციას საკმაოდ ხანგრძლივი კითხვა-პასუხის რეჟიმი მოჰყვა, სადაც მეღვინეებსა და ღვინის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ, კონსულტაციები მიეღოთ ენოლოგისგან არამხოლოდ კონკრეტული თემის - ტერუარების, არამედ სხვადასხვა პრაქტიკული საკითხების გარშემო. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო



გამარჯობა, მინდა დავესწრო თქვენი კულბის ლექციებს და შეხვედრებს. როგორ შეიძელაბ გავიგო თუ როდის ტარდება ღონისძიებები? არსებობს რამე ოფიციალური განრიგი? დიდი მადლობა


ნამდვილად საინტერესო იყო როგორც ტერუარების თემა ასევე ლექციის შემდგომ დასმულ კითხვებზე პასუხების მოსმენა. ბატონო მალხაზ, ჩემი აზრით კარგი იქნებოდა და ხომ არ გეგმავთ პრაქტიკულ საქმიანობაზე ლექციის ჩატარებას? თუნდაც (გაზაფხული მოდის და) ვენახში რა სეზონური სამუშაოები უნდა ჩატარდეს და რაც მთავარია როგორ, მაგალითად როგორ ხდება გასხვლა, გაფურჩქვნა... პირადად ჩემთვის და ვფიქრობ სხვებისთვისაც ვფიქრობ საინტერესო იქნება. მადლობა


ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა თუ ჩატარდებოდა პრაქტიკული კურსები (თუნდაც ფასიანი) ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით - ვენახის მოვლიდან დაწყებული ღვინის დაყენებით დამთავრებული. ვრცელი თემაა რა თქმა უნდა მაგრამ, დიდი ხანია პრაქტიკულ ინფორმაციას ვეძებ და ვისთანაც კი მქონია გასაუბრება, ე.წ. პროფესიონალებთან, სავალალო შთაბეჭდილება დამრჩენია. დარწმუნებული ვარ ჩემნაირი ადამიანი ვისაც აქვს ვენახი, მაგრამ არ გააცნია გამოცდილება და ცონდა, მაგრამ აქვს დიდი სურვილი რომ ჩამოაყალიბოს წარმოება საკმაოდ ბევრია. დიდი მადლობა


ირაკლი, მარტიდან ვიწყებ ამ ტიპის შეხვედრებს, ეს არ იქნება ლექციების ფორმატი, უფრო წინასწარი შეკიტხვების მიხედვით მომზადებული შეხვედრა.



მასტროიანი, ჩვენ ყოველწლიურად ვატარებთ ტრენინგებს კონკრეტული მოდულების მიხედვით. წელსაც 10 ტრენინგის ჩატარებას ვაპირებთ – მევენახეობა, მეღვინეობა, ღვინის დაავადებები, ღვინისა და კერძის შეხამება, როგორ დავაგემოვნოთ ღვინო, ღვინით მომსახურება და სხვ. ინფორმაციები აქ ამ საიტზეც შეგიძლიათ ხოლმე ნახოთ და ჩვენს ფეისბუკ–პეიჯზეც: https://www.facebook.com/WineClub.ge



ძალიან დიდი მადლობა ბატონო მალხაზ ყველაფრისთვის რასაც აკეთებთ.


ბატო მალხაზ, დღემდე თავს ვიმტვრევ როგორ მივუთითო ღვინოზე შესაბამისი ქართული ტერმინოლოგიით( არ მინდა ფრანგულის გამოყენება) ეგ ტერუარი და აშ. ვიყენებ, ალბათ კომუნისტების დროინდელ ტერმინებს, რა ეშველება ამ საქმეს?


მიუთითეთ "ზვარი", ან "ზვრები" :) მაგალითად: ლამიანების ზვრები, წარაფის ზვრები, ძეძვიანი ზვარი, კარიეთის ზვარი და ა.შ.



დიდი მადლობა. Facebook-ზე LIKE გავაკეთე. აუცილებლად დავესწრები ტრეინინგებს


კარგი ეს საკითხი მოგვარდა,უსახელოურის ჯიშზე ადგილწარმოშობის სტატუსის მინიჭებაზე თუ დაგვეხმარებით?


ჯიშზე ადგილწარმოშობის სტატუსის მინიჭება შეუძლებელია :) ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო მხოლოდ კონკრეტულ ადგილს გულისხმობს.



ღვინოს ვგულისხმობ რათქმაუნდა.და თუ ეს "კონკრეტული ადგილი" თვალსა და ხელს შუა დაგვეკარგა რატომღაც?


ან შეიძლება "პარხმელიაზე" შემოგვეკარგა სადმე და არგვეპატიება?


ვერ გავიგე რას გულისხმობთ პახმელიაზე შემოკარგვაში :) ან ადგილის დაკარგვაში. ადგილწარმოშობის დასახელება PDO (Protected Designation of Origin) ხელოვნურად ვერ შეიქმნება. ამისთვის მყარი ტრადიცია უნდა არსებობდეს. მაგ. ხაშმის საფერავი ასეთია. მომავალში შესაძლებელია გაჩნდეს ასეთი ადგილწარმოშობის ღვინო – ხაშმი. უკვე ასეთია ალბათ მაღრაანის ქისიც და არაერთი სხვა ადგილი საქართველოში. უსახელოურის ღვინო განთქმულია, თუმცა უსახელოური ვერ ერქმევა ადგილწარმოშობის ღვინოს, უნდა ერქვას ოყურეში ან ზუბი ან სხვა სახელი :) 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.