Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფრანგეთის პრეზიდენტის ღვინოებს გასაყიდად გამოიტანენ

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა გადაწყვიტა, ელისეს სასახლეში დაცული ღვინის კოლექციის ნაწილი გასაყიდად გამოიტანოს. 1200 ბოთლს, რაც კოლექციის მეათედს შეადგენს, სასახლის მარნის ხელმძღვანელი, ვირჯინია რუტისი შეარჩევს, გაყიდული ღვინოების ადგილს კი შედარებით “მოკრძალებული” ღვინოები დაიკავებენ. შემოსული თანხა სახელმწიფო ხაზინაში გადაირიცხება. აქციის ძირითადი მიზანი პროპაგანდაა - შემოსულმა თანხამ მხოლოდ რამდენიმე ასეულობით ათასი ევრო შეიძლება შეადგინოს და, ცხადია, საფრანგეთის გასული წლის არნახულ საბიუჯეტო დეფიციტს მაინც ვერ დაფარავს. საპრეზიდენტო მარანში დაცული ღვინოების ფასი 15-დან 2200 ევრომდე მერყეობს. ბევრი მათგანის ღირებულება 100 ევროსაც ვერ აღწევს, თუმცა აქ ინახება ისეთი ძვირფასი ღვინოც, როგორიც არის 1990 Petrus. ელისეს მარნიდან ღვინოების გამოტანამ ყველაზე მეტად კოლექციონერები გაახარა - მარანში, რომელიც 1947 წელს, პრეზიდენტ ვენსან ორიოლის მოღვაწეობის პერიოდში შეიქმნა, ბევრი ისეთი ღვინო ინახება, რომელზეც უარს ვერცერთი კოლექციონერი ვერ იტყოდა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ პრეზიდენტ ოლანდს ამ გადაწყვეტილების მიღება, სავარაუდოდ, ძალიან გაუჭირდებოდა – მას ხომ არაერთხელ უთქვამს, რომ ღვინის დიდი დამფასებელი და მოტრფიალეა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული