Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფრანგეთში ღვინის ლობისტები აჯანყდნენ

საფრანგეთის ღვინის ლობისტთა უმსხვილესი გაერთიანება Vin & Societe ახალი ანტიალკოჰოლური კამპანიის წამოწყებას აპროტესტებს. საფრანგეთში განსახილველად მზადდება ახალი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მეღვინეები ვალდებულნი გახდებიან, ბოთლის იარლიყზე დაიტანონ შესაბამისი ლოზუნგი და მომხმარებლებს შეახსენონ, რომ სპირტიანი სასმელის გადაჭარბებით მოხმარება ჯანმრთელობისათვის საზიანოა. ორგანიზაცია Vin & Societe-მ, რომელიც ფრანგული ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული 500 ათასი ადამიანის ინტერესს იცავს, დასახმარებლად ქვეყნის პრეზიდენტს, ფრანსუა ოლანდსა და პრემიერს, ჟან-მარკ ეროსაც მიმართა. ლობისტები ითხოვენ, შეიქმნას საგანგებო კომისია, რომელიც ღვინის ინდუსტრიის შესახებ მომზადებული ამა თუ იმ კანონის განხილვაში მიიღებს მონაწილეობას. “10 თვის განმავლობაში ჯანდაცვის მინისტრს ყოველდღიურად ვწერდით წერილს, თუმცა მისგან პასუხი ჯერაც არ მიგვიღია. მიკვირს, რომ ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, მინისტრს ერთხელაც ვერ შევხვდით,” – სინანულით აღნიშნავს Vin & Societe-ის გენერალური დირექტორი ოდრი ბუროლო. ქალბატონმა ბუროლომ განმარტა, რატომ არის საჭირო საგანგებო კომისიის შექმნა: “ღვინო დაკავშირებულია არა მხოლოდ ჯანმრთელობასთან, არამედ ეკონომიკასთან, კულტურასა და ტურიზმთან. თუმცაღა, დღეს ღვინის ინდუსტრიისადმი საყვედურს მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო გამოთქვამს.” Vin & Societe-ის დირექტორი იმასაც აღნიშნავს, რომ ღვინის ინდუსტრიას საფრთხე ჯერ კიდევ მაშინ შეექმნა, როცა სასმელის აქციზები გაძვირდა. ცოტა ხნის წინ კი ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს გადასახადებიც გაუზარდეს. აშკარაა, რომ ამით ხელისუფლებას სურს, ჯანდაცვა უფრო შემოსავლიან სფეროდ აქციოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული