Home
ქართული | English
თებერვალი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რუმინული ღვინის წარმოება გაიზარდა

რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს ქვეყანამ 4,05 მილიონი დეკალიტრი სუფრისა და სამარკო ღვინოები აწარმოა. ეს 2010 წლის მონაცემებზე (3,38 მილიონი დეკალიტრი ღვინო) 23%-ით მეტია. რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტთა განმარტებით, ამგვარ ზრდას შესანიშნავმა კლიმატურმა პირობებმა  შეუწყო ხელი, რასაც წარმოებული პროდუქტის არა მხოლოდ გაზრდა, არამედ მისი ხარისხის გაუმჯობესებაც დაერთო თან. ზრდა შეინიშნება აგრეთვე ექსპორტის მხრივაც: 2011 წელს რუმინეთმა ექსპორტზე 14,4 მილიონი ევროს ღირებულების ღვინო და ღვინომასალები გაიტანა, რაც 2010 წლის მონაცემებთან შედარებით 12,8%-ით მეტია. რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ვენახების ფართობის გაზრდა ჯერჯერობით არ იგეგმება, მთელი ყურადღება გადატანილი იქნება ვაზის ჰიბრიდული ჯიშების უკეთესი ხარისხის, გამძლე ჯიშებით ჩანაცვლებაზე.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.