გავლენიანი ჟურნალის Wine Enthusiast–ის რედაქტორებმა მდინარე რონას დაბლობი ,,2010 წლის მეღვინეობის რეგიონად” აღიარეს. მათი განცხადებით, ეს ჯილდო რეგიონმა მწარმოებელთა თავდადებისა და ნეგოციანტთა ენერგიულობის წყალობით დაიმსახურა. მართლაც, ადგილობრივი მევენახეები და მეღვინეები ძალ-ღონეს არ იშურებენ დარგის წინსვლისთვის, რაზეც არაერთი წარმატებული რთველიც მეტყველებს. სწორედ ამ ძალისხმევისა და დაუღალავი შრომის შედეგია ის, რომ რონას ღვინოები მთელ მსოფლიოში პოპულარული და აღიარებული სასმელია. ,,რონას დაბლობზე ყველაზე პრეტენზიული მომხმარებელიც კი იპოვის მისთვის სასურველ ღვინოს. მიუხედავად იმისა, რომ რონა ტრადიციული მეღვინეობის მხარეა, მისი ღვინოები თანამედროვე გემოვნებას და მოთხოვნებს სავსებით შეესაბამება, მარკეტინგის მხრივაც მოწინავე რეგიონია” – აცხადებს ჟურნალის მთავარი რედაქტორი და სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე, ჯო ჩერვინსკი (Joe Czerwinski). რეგიონში წელიწადში დაახლოებით 400 მილიონი ბოთლი ღვინო იწარმოება. რონას ღვინოები 150 ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მათგან ყველაზე დიდი ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ბაზარია.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი