Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რიოხას ღვინის ბრძოლა

29 ივნისს ესპანეთის ქალაქ რიოხაში ტრადიციული დღესასწაული - ღვინის ბრძოლა გაიმართება, რომლის მონაწილეებიც ერთმანეთს ღვინით წუწავენ. დღის ბოლოს ტანსაცმელი ყველას მეწამულისფრად აქვს შეღებილი, ჰაერში კი ღვინის საოცარი სურნელი ტრიალებს. ამ სახალისო ბრძოლაში მონაწილეობას იღებენ როგორც ადგილობრივები, ისე საგანგებოდ ამ დღისათვის ჩამოსული ტურისტები. ისინი იარაღად იყენებენ ღვინით სავსე წყლის პისტოლეტებს, პლასტმასის ბოთლებს, კასრებსა და ვედროებს. ცხადია, მონაწილეები სასმელს მხოლოდ ერთმანეთს არ ასხამენ - დიდი სიამოვნებით ისხამენ პირშიც. მთვრალი მონაწილეების წყალობით კი ბრძოლა განსაკუთრებით დაუნდობელი ხდება.

ტრადიციის მიხედვით დღესასწაული რისკოს-დე-ბილიბიოს მთაზე ტარდება, სადაც საუკუნეების წინათ პილიგრიმები დადიოდნენ. ღვინით გაწუწვაც სწორედ მომლოცველთა მოგონილია - პეტრე-პავლობის დღესასწაულს ისინი ასე აღნიშნავდნენ ხოლმე.

ღვინის ბრძოლის მონაწილეებისთვის რამდენიმე წესი არსებობს: უნდა ჩაიცვათ ღია ფერის და იაფფასიანი სამოსი, რომლის გადაგდებაც არ დაგენანებათ; ყელზე უნდა შეიბათ წითელი ყელსახვევი, რაც დღესასწაულის სიმბოლოდ არის ქცეული; არ უნდა გამოიყენოთ მინის ჭურჭელი, რომ საკუთარ თავს ან ზეიმის რომელიმე მონაწილეს საფრთხე არ შეუქმნათ.  

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.