Home
ქართული | English
მარტი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
242526272812
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“რაჭული ღვინო” მომხმარებელს ღვინის ორ ახალ სახეობას შესთავაზებს

ღვინის კომპანია ``რაჭული ღვინო`` მიმდინარე სეზონზე მომხმარებელს ღვინის ორ ახალ სახეობას – თეთრ მშრალ ღვინო ``რაჭას`` და ნახევრადმშრალ ``რაჭა წითელს`` შესთავაზებს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა ომარ ჭელიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, წლევანდელ რთველზე კომპანიამ რაჭაში 70 ტონა ყურძენი შეისყიდა, კილოგრამი 2 ლარად, რასაც ერთი ლარის სახელმწიფო სუბსიდია ემატება. კომპანიას ამბროლაურის რაიონში საკუთარი ღვინის ქარხანა აქვს და დღეისთვის 10 სახეობის ღვინოს აწარმოებს, რომელთა ფასი 5–დან 14 ლარამდე მერყეობს. კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე ამერიკაში, კანადაში, გერმანიასა და ჩინეთში გადის.

     სიახლეა ღვინის მწარმოებელი კომპანია ``ოკამშიც``. კომპანია გაყიდვების სტრატეგიას ცვლის და ადგილობრივ ბაზარზე აქტიურ შესვლას გეგმავს. დღემდე ``ოკამს`` პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე გაქონდა, რომლის 80%-საც უკრაინაში ჰყიდდა. კომპანიამ საბრენდე სპირტის გატანა კორეაშიც დაიწყო, სადაც 45 ათასი ბოთლი უკვე გაგზავნა და მიმდინარე წლის ბოლომდე კიდევ 60 ათას ბოთლს გაგზავნის.
 
რადიო ``კომერსანტი``

 

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული