Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რა კავშირია ალკოჰოლსა და სოციალურ ქსელებს შორის?

ამერიკელებმა დაადგინეს, რომ პოპულარულ სოციალურ ქსელ Facebook-ს ყველაზე ხშირად ალკოჰოლის მოყვარულები ან, უბრალოდ, მუდმივად გაღიზიანებული ადამიანები სტუმრობენ, ხოლო ის, ვინც უპირატესობას მარიხუანას ანიჭებს, ნაკლებად ეტრფის მარკ ცუკერბერგის “პირმშოს”. ეს გამოკვლევა მისურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ასპირანტმა რასელ კლეიტონმა ჩაატარა. მან დაახლოებით 225 სტუდენტს სთხოვა, შეეფასებინათ საკუთარი მარტოობის, მღელვარების, ალკოჰოლდამოკიდებულებისა და მარიხუანისადმი ტრფობის დონე. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ის სტუდენტები, რომლებიც ძალიან მშფოთვარენი არიან და ხშირად სვამენ ალკოჰოლურ სასმელს, ყველაზე მეტად არიან დამოკიდებულნი Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებზე. მისტერ კლეიტონი განმარტავს, რომ ადამიანებს, რომლებიც იოლად ღიზიანდებიან, ურჩევნიათ არა რეალურად, არამედ ვირტუალურად ეკონტაქტონ სხვებს. გარდა ამისა, როცა Facebook-ის მომხმარებლები ხედავენ თავიანი მეგობრების ფოტოებს, სადაც ისინი სპირტიან სასმელს მიირთმევენ, მათაც უჩნდებათ დალევის სურვილი -  რათა მეგობრებს არ ჩამორჩნენ. კლეიტონის თქმით, სტუდენტების ალკოჰოლით გატაცება არავის უკვირს. თუმცა, რაც უფრო ბევრს სვამს ახალგაზრდა, მით უფრო დამოკიდებული ხდება Facebook-ზე, იქ კი საშუალება ეძლევა „მთვრალი“ ფოტოები საჯაროდ გამოფინოს. მარიხუანას მოყვარულებს სოციალური ქსელები ნაკლებად ხიბლავთ. ახალგაზრდა მეცნიერი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ მარიხუანას მომხმარებლები არც ისე ბევრნი არიან, ზოგ ქვეყანაში ხომ მისი გამოყენება კანონითაც კი ისჯება. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ Facebook-ზე ნახოთ ფოტო, რომელზეც „დაბოლილი“ სამეგობრო იქნება გამოსახული. სწორედ ამიტომ, აღარც სხვა ახალგაზრდას გაუჩნდება სურვილი, მეგობრებს აჰყვეს, მოსაწევი გასინჯოს და შემდეგ ფოტოები სოციალურ ქსელში ატვირთოს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.