Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქუთაისში ხეცურიანის სომელიესა და ღვინის სკოლა გაიხსნა

გუშინ, 10 ივნისს „ხეცურიანის სომელიესა და ღვინის სკოლა | კავკასიის უნივერსიტეტის“ ახალი ფილიალი გაიხსნა ქუთაისში, ორი სასწავლო პროგრამით: სომელიე და მემარნე.

როგორც თავად სკოლის გვერდზე ვკითხულობთ სომელიეს კურსი განკუთვნილია ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის, სარესტორნო და ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის. მიზანი კი ამ დარგებში ცოდნის განვითარება და სერვისის ამაღლებაა. კურსი მოიცავს სომელიეს ხელოვნებას, ღვინის შეფასების საერთაშორის პრაქტიკას, დეგუსტაციასა და მევენახეობა-მეღვინეობის საწყისებში დახელოვნებას. კურსის დასასრულს ჩატარდება გამოცდა. მათ, ვინც გამოცდას წარმატებით ჩააბარებს, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია Assistant Sommelier-ს სტატუს მიანიჭებს. კურსი ჩატარდება 24, 25, 26 ივნისს.

მემარნის კურსი, როგორც ღვინის სკოლა იუწყება, მათთვისაა, ვინც ღვინის წარმოებას აპირებს, ან უკვე აქვს საკუთარი მარანი. კურსი მოიცავს მევენახეობისა და მეღვინეობის საფუძვლებს, ქვევრის ღვინის წარმოებას, ღვინის ტურიზმსა და ღვინის მარკეტინგს. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროგრამა მემარნეების ყოველდღიური საქმიანობიდანაა შედგენილი. მემარნის კურსი სამდღიანია და 1, 2, 3, ივლისს ჩატარდება.

გარდა ამისა, მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სილაბუსების შექმნაში. ყველას შეეძლება კურსის დაწყებამდე სკოლას წინასწარ მიაწოდოს კითხვები, რომლებიც მათ კონკრეტულ საჭიროებებს პასუხობს. ეს კი მათ ვენახის, მარნისა და ღვინის ხარისხის მართვაში დაეხმარებათ.

პრეზენტაციის ფარგლებში ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული, მეღვინეობასთან დაკავშირებული ექსპონატების გამოფენაც გაიმართა. ღონისძიება ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და DMO იმერეთი-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.