Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული მეღვინეობის ავსტრალიური რევოლუციის რეალური წინაპირობები

ჟურნალი Grapegrower and Winemaker საქართველოს მეღვინეობის ტრადიციებსა და თანამედროვე მდგომარეობას საკმაოდ ვრცელ სტატიას უთმობს, სათაურით „ქართული გამოცდილების 8 000 რთველი, რასაც უნდა  ვსწავლობდეთ“ (8000 Vinrages of Georgian Experience to Learn from).  

Grapegrower and Winemaker (მევენახე და მეღვინე) ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მეღვინეობის ინდუსტრიის წამყვანი გამოცემაა, რომელიც თვეში ორჯერ გამოდის. ჟურნალი შეეხება მევენახეობისა და მეღვინეობის, ბიზნესისა და ტექნოლოგიის, გაყიდვებისა და მარკეტინგის შესახებ ყველა მნიშვნელოვან სიახლესა და ანალიტიკურ წერილებს აქტუალურ თემებზე. 

სტატიაში ავსტრალიის მოქალაქე, ქართველი მეღვინე, ლადო უზუნაშვილი საუბრობს ქართული გამოცდილების ისტორიასა და აქტუალურ გამოწვევებზე, ადარებს ქართულ და ავსტრალიურ მეღვინეობებს, განიხილავს ქვევრის მეთოდს - მის ტექნოლოგიურ და ისტორიულ ასპექტებს.

უზუნაშვილი საკუთარი საქმიანი გამოცდილებით მჭიდროდ არის დაკავშირებული ავსტრალიის მეღვინეობის ინდუსტრიასთან, შესაბამისად, ის კარგად იცნობს ორივე - ქართულ და ავსტრალიურ - პრაქტიკებს. 

ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდსა და ვაზის ქართულ ჯიშებს ავსტრალიაში ლადო უზუნაშვილი დიდ პოპულარობას უწინასწარმეტყველებს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა გაყიდვების სტატისტიკა ავსტრალიაში აჩვენებს იმპორტირებული ღვინისადმი სულ უფრო მზარდ ინტერესს, შინაურ პროდუქციასთან შედარებით. 

უზუნაშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ავსტრალიური ღვინის ინდუსტრია, ამ ეტაპზე არ იყოს მზად, ქვევრის მეთოდის მისაღებად, ავსტრალიელი მომხმარებელი გაცილებით უფრო ღიაა სიახლეების მიმართ. ის მსოფლიოში გამორჩეულია თავისი გახსნილობითა და ტოლერანტულობით - ახალი მიდგომებისა და სტილის მიმართ. 

მეღვინის აზრით, ვაზის ავსტრალიაში გავრცელებულ საერთაშორისო ჯიშებს შორის საკმაოდ ცოტაა ისეთი, რომელსაც ქვევრში დავარგების პოტენციალი აქვს. ასეთებად კი ის მოიაზრებს, პირველ რიგში, აქაურ მშრალ გრენაშსა და ზოგიერთ შირაზს, თუმცა, არამც და არამც - კაბერნეს. მისი აზრით, ქვევრი თეთრი ავსტრალიური ღვინოებისთვის შედარებით, რთული გამოწვევა იქნება, თუმცა, ზოგადად, ავსტრალიური ღვინოების ქვევრში წარმოებასა და ქართულ რევოლუციას ავსტრალიაში ის რეალურ შესაძლებლობად განიხილავს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული