Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის შედეგები

8 ოქტომბერს საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ “ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი 2017”-ის გამარჯვებულები გამოავლინა. ღონისძიება ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერია და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი უკვე მეოთხედ ჩატარდა და მისი მიზანი საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოს გამოვლენაა.

კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული ქართული ღვინის ორდენი“-ს სამი კავალერი დასახელდა:

1. სტივენ სპურიე, საქართველოს ღვინის სამშობლოდ აღიარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;

2. ახალი ღვინის ფესტივალი (იაგო ბიტარიშვილი და მალხაზ ხარბედია) - ღვინის მცირე მეწარმეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

3. საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში (La Cité du Vin) ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის წარმოჩენისა და გამოფენის - საქართველო - მევენახეობის აკვანი" ორგანიზებისთვის ქართული ღვინის ორდენები გადაეცათ: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“.

კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები ენოლოგები და სომელიეები იყვნენ. წელს ჟიურის ორი თანათავმჯდომარე ჰყავდა: შალვა ხეცურიანი (საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, „მარანი ხეცურიანის“ დამფუძნებელი) და სტივენ სპურიე - მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ “დეკანტერი”-ს (Decanter) კონსულტანტ-რედაქტორი, საფრანგეთში ღვინის აკადემიის (L’Academie du Vin) და კრისტის (Christie's) ღვინის კურსების დამფუძნებელი, ღვინის წიგნების ავტორი.

კონკურსში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა უმრავლესობა, მათ შორის - მცირე მარნებიც მონაწილეობდა. დაჯილდოების ცერემონიაზე 19 კატეგორია იყო წარმოდგენილი, ყოველ მათგანში კი ფინალში გასული ღვინოების რეიტინგი შედგა. გამარჯვებულებს გადაეცათ სპეცილური დიპლომები და პრიზები, რომელიც საგანგებოდ კონკურსისთვის შეიქმნა.

ღონისძიებაზე თბილისის ღვინის სკოლის (მათ შორის, WSET-ის) კურსდამთარებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. ცერემონიაზე საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ სომელიეს სტატუსი მიანიჭა სოფო კობაიძეს და ნათია ლომიძეს, ხოლო ასისტენტ სომელიეს სტატუსი - მარიამ ლეკიშვილსა და ირაკლი ნონიაშვილს. პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქ. თბილისის მერია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სასტუმრო Rooms Tbilisi, სასტუმრო IotaTbilisi და Fabrika.

გამარჯვებული ღვინოები:

 1. საუკეთესო წინანდალი

კახური ღვინის მარანი - წინანდალი 2010

კონჭო და კომპანია - წინანადალი 2013

2. საუკეთესო მწვანე

კახური ღვინის მარანი - მანავის მწვანე 2014

შუმი - მწვანე 2013

3. საუკეთესო რქაწითელი

მათრობელა - რქაწითელი 2016

4. საუკეთესო თეთრი ღვინო

შატო მუხრანი - საიდუმლო კოლექცია 2015

5. საუკეთესო ვარდისფერი ღვინო

თელიანი ველი - საფერავი ვარდისფერი ღვინო 2015

6. საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო

შატო მუხრანი - საიდუმლო კოლექცია 2014

კონჭო და კომპანია - ალექსანდროული 2014

7. საუკეთესო წითელი ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინო

იკანო - საფერავი/მერლო ნახევრადტკბილი ღვინო 2015

8. საუკეთესო საფერავი

ტიფლისკი ვინნი პოგრებ - საფერავი 2016

თელიანი ველი - საფერავი 2016

9. საუკეთესო მუკუზანი

კონჭო და კომპანია - მუკუზანი 2013

10. საუკეთესო პრემიალური საფერავი

ქართული ღვინის სახლი - საფერავი 2015

11. საუკეთესო ხვანჭკარა

თბილღვინო - ხვანჭკარა 2016

12. საუკეთესო ქინძმარაული

შილდა - ქინძმარაული 2015

13. საუკეთესო უსახელოური

შილდა - უსახელოური 2015

14. საუკეთესო ქვევრის ბუნებრივი ქარვისფერი ღვინო

თორნიკე მეტრეველი - რქაწითელი ქვევრის 2015

შატო სვანიძე - რქაწითელი ქვევრის 2013

დათო ჩიხლაძე - კახური მწვანე ქვევრის 2015

15. საუკეთესო ქვევრის ბუნებრივი წითელი ღვინო

პაპუნას მარანი - საფერავი 2016

პეტრიაანთ მარანი - საფერავი 2016

შაქარაშვილი - საფერავი 2016

დორემი - ოჯალეში 2016

თეგანი - საფერავი 2016

16. საუკეთესო ქვევრის ქარვისფერი ღვინო

დანიელი - ქისი 2016 ვინეპონტო - ხიხვი 2016

გავაზი ქვევრის თეთრი - 2013

ვინეპონტო - ქისი 2016

17. საუკეთესო ქვევრის წითელი ღვინო

ქვევრის ღვინის მარანი - საფერავი 2016

კონჭო და კომპანი - საფერავი 2013

ვინივერია - საფერავი 2014

შუხმან ვაინს ჯორჯია - საფერავი 2015

გავაზი ქვევრის წითელი- 2010

ვიტა ვინეა საფერავი 2015

18. საუკეთესო ჭაჭა

თელიანი ველი - ჭაჭა ვერცხლი

19. საუკეთესო ჭაჭა, დავარგებული

კახური ღვინის მარანი - ჭაჭა დავარგებული

დიპლომატების ჟიურის რჩეული ღვინოები:

1. საუკეთესო წინანდალი

გავაზი - წინანდალი 2014

2. საუკეთესო ვარდისფერი ღვინო

თელიანი ველი - საფერავი როზე ნახევრად მშრალი 2015

3. საუკეთესო პრემიალური საფერავი

შილდა - ნაფარეული 2015

4. საუკეთესო ქვევრის ქარვისფერი ღვინო

ჩელთი - რქაწითელი/მწვანე 2016

5. საუკეთესო ქვევრის წითელი ღვინო

ქვევრის ღვინის მარანი - საფერავი 2016.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2017.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული