Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქალაქური მარანი

2011 წელს ჩიკაგოში, შემდეგ კი უკვე ამერიკის სხვა ქალაქებში იგეგმება ისეთივე ქალაქური მარნების გახსნა, როგორიც მუსიკალურმა პროდიუსერმა მაიკლ დორფმა 2008 წელს გახსნა ნიუ-იორკში. მაიკლ დორფი და ბურგუნდიელი მეღვინე დევიდ ლეკონტი არგენტინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ყიდულობენ ყურძენს, რომელსაც შემდეგ თავიანთ მარანში წურავენ და საბოლოოდ, ბოთლებში დაფასოებულს და კერძო მარკით (private label) დამშვენებულს უშვებენ საკუთარი დამფუძნებლებისთვის. ქალაქის მარანს საკუთარი ბარი და რესტორანიც აქვს. დღესდღეობით მარანს 220 დამფუძნებელი ჰყავს, რომელთაც კასრ ღვინოში 5000-დან 10000 დოლარამდე აქვთ გადახდილი. დორფისა და ლეკონტის ოცნებაა მსოფლიოს დიდ ქალაქებში: პარიზში, ლონდონში, შანხაისა და ჰონგ კონგშიც გახსნან ქალაქური მარნები. მთავარია, რომ იქაურ მცხოვრებთა შორის მრავლად იყვნენ კულტურული მოქალაქეები, რომელთაც უყვართ და აფასებენ ნამდვილ ღვინოს – აცხადებენ დორფი და ლეკონტი.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.