Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პროსეკო - იტალიური ცქრიალა ღვინო

პროსეკო იტალიური ღვინის სახეობაა, რომელსაც, როგორც სტატიაში ვკითხულობთ, სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი შამპანურის დაყენების მეთოდით წურავს Glera-სგან და 8 წლის განმავლობაში აძველებს. პროსეკო როგორც წესი მშრალი შუშხუნა ღვინოა, გლერა კი ვენეტოში ხარობს, ტრევისოს ჩრდილოეთ ფერთობებზე. 

აღსანიშნავია, რომ შამპანურის სიღრმისა და სირთულისკენ სწრაფვამ შეიძლება პრესეკოს გარკვეულწილად წაართვას მისი “ქარიანი”, ველური ხასიათი. შარმას მეთოდი (Charmat method - ცქრიალა ღვინის დაყენების ტექნოლოგია, როდესაც ღვინო მეორად დუღილს ცისტერნაში გადის) ამ რეგიონისთვის ტრადიციულია და ის ეხმარება Glera-ს ყურძნის სახეობას შეინარჩუნოს მისი ბუნებრივი არომატები.

Wine Searcher-დან ვკითხულობთ, რომ ამ ღვინოზე ექსპერიმენტები მოიცავს პროსეკოს დაყენებისას გლერას ისეთ ჯიშებთან კომბინაციას, როგორიცაა ბიანქეტა ტრევიჯანა( Bianchetta Trevigiana), პერერა (Perera), შარდონე (Chardonnay), პინო ბიანკო (Pinot Bianco), პინო გრიჯიო (Pinot Grigio) და პინო ნერო (Pinot Nero). პროსეკოს დასაყენებლად აუცილებლად უნდა იყოს Glera-ს 85% მაინც, თუმცა ბევრი მწარმოებელი ამ ღვინოს 100%-ით გლერასგან აყენებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია Prosecco Rose-ს წინსვლა. ამ ღვინოში ისევ გლერა რჩება დომიმანტურ ყურძნის ჯიშად, დარჩენილი 10-15% კი პინო ნეროსგან შედგება, რომელიც წითელია, განსხვავებით სტანდარტული Prosecco-სგან, რადგან ის ძირითადად ღვინის თეთრ სახეობადაა ცნობილი. 

აღსანიშნავია, რომ Wine Searcher-ის 10 საუკეთესო პროსეკოს გვთავაზობს, რომელთა ღირებულებაც, ძირითადად, 30$-ზე ნაკლებია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათი უმრავლესობა სრულად Glera-სგანაა დაწურული, რაც იმაზე მეტყველებს, რომ, გარკვეულწილად, იდეალურ პროსეკოს სწორედ ამ ყურძნის მაქსიმალური შემცველობა აქცევს: “გლერასგან შეიძლება მარტივი ღვინო გამოდის, თუმცა მისი ბუნებრივად მაღალი მჟავიანობა, ატმის, ნესვისა და თეთრი ყვავილების მიმზიდველი არომატები საკმაოდ სასიამოვნოდ აქცევს ღვინოსაც და შემდეგ ბელინის კოქტეილსაც” - წერს ავტორი. 

10 საუკეთესო პრესეკოს შორის შეხვდებით Nino Franco-ს ღვინოს, რომლის ვენახებიც ალპების ძირშია, პროსეკო კი განსაკუთრებული ელეგანტურობით გამოირჩევა. ახასიათებს ატმის, ვაშლის, ლაიმისა და ხილის სალათის არომატები, ასევე ყვავილებისა და ფორთოხლის ნოტები, სადაც ინტენსიურად იგრძნობა სიხალვათე. უხდება თევზსა და ბოსტნეულს, განსაკუთრებით კი რიკოტასა და ისპანახის კრეპებს. სიაში მეორე ადგილასაა Ca’ dei Zago Dosaggio Zero ყვითელი ვაშლის, თეთრი ატმის, ბალახეულისა და ჯინჯერის სურნელებით, რომელიც აუცილებლად ძალიან სასიამოვნოდ დაგამახსოვრდებათ. 

Adriano Adami Dry Giardino Rive di Colbertaldo-ში კი აკაციის არომატებს ამოიცნობთ, გლიცინიის ყვავილებისა და მდიდარ, ინტენსიურ, ყვითელი ხილის ნოტებს. სტატიასა და ღვინოების სრულ ჩამონათვალს შეგიძლიათ Wine Searcher-ის გვერდზე გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.