Home
ქართული | English
იანვარი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ორეგონში ექსტრა კლასის ღვინის წარმოება დაიწყო

ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი, ორეგონის შტატში განთავსებულმა, საკმაოდ ცნობილმა მარანმა Ponzi Vineyards ბაზარზე ახალი ღვინო – Pinot Noir, Tavola 2009 გამოუშვა.

გასულ წელს Ponzi Vineyards-მა არსებობის 40 წლის იუბილე აღნიშნა. კომპანია 1970 წელს დააარსეს დიკ და ნენსი პონცებმა, მაშინ, როცა ორეგონში მეღვინეობა და ვაზის კულტურა ის-ის იყო იკიდებდა ფეხს. გონივრულმა მმართველობამ, ნოვატორულმა მიდგომებმა და ექსპერიმენტებმა კომპანიას წარმატება მოუტანა და დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დაფასებული ღვინის საწარმოა ამერიკაში.

ახალი პროდუქტი -Pinot Noir, Tavolaკომპანიის რამდენიმე, მათ შორის ორგანულ ვენახებში მოწეული ყურძნის კუპაჟია. დეგუსტატორებმა ის უკვე შეაფასეს, როგორც ,,შესანიშნავი, ხილის გამოკვეთილი ნოტებითა და მკვეთრად გამოხატული მოტკბო გემოთი. ჟოლოს, მარწყვისა და სანელებლების არა მხოლოდ გემო იგრძნობა, არამედ ღვინის არომატშიც გამოსჭვივის.” ასეთი ღვინო შეიძლება ნებისმიერ საკვებს მიუსადაგო, მაგრამ უფრო მაინც ხორცისა და თევზის კერძებთან შექმნის შესანიშნავ წყვილს. ექსპერტთა შეფასებით, Pinot Noir, Tavola-მ შესაძლო 10 ქულიდან 7,5 ქულა დაიმსახურა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული