Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მუსაკა

საჭირო მასალა: 1 მოზრდილი ბადრიჯანი, 1 თავი ხახვი, 100 გ ქამა სოკო, 1/2 ყაბაყი, 4 პამიდორი, 275 მლ წყალი, 1 კბილი ნიორი, 1 ს.კ. მშრალი მწვანილეული, 80 გ ნიგოზი, 30 გ ფქვილი, 2 ს.კ. ტომატის პიურე, პურის ნაფხვენები, 1 კონა რეჰანი და ქინძი, 5 ს.კ. ზეთი, მარილი, წიწაკა.

მომზადება: ტაფაზე 1 ს.კ. ზეთში შევწვათ თხლად დაჭრილი ბადრიჯანი და ყაბაყი. შემწვარი ბოსტნეული გადმოვაწყოთ ქაღალდის ხელსაწმენდზე ზედმეტი ცხიმის შესაშრობად. 1 ს.კ. ზეთში 5 წუთის განმავლობაში მოვშუშოთ კუბებად დაჭრილი ხახვი, დავუმატოთ დაჭრილი სოკო და დაჭყლეტილი ნიორი და ცეცხლზე გავაჩეროთ კიდევ 5 წუთი. ამ მასას დავუმატოთ დაჭრილი პამიდორი, ტომატის პიურე, მშრალი მწვანილები, ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე. დავუმატოთ პურის ნაფხვენი, დაფქული ნიგოზი, მარილი და წიწაკა. დარჩენილი ზეთი, წყალი და ფქვილი გავთქვიფოთ და 5 წუთი დავდგათ ნელ ცეცხლზე. ფორმას წავუსვათ ზეთი, დავაწყოთ შემწვარი ბადრიჯანი და ყაბაყი, ზემოდან მოვათავსოთ ნიგვზიან-ტომატიანი მასის ნაწილი, შემდეგ მოვასხათ თეთრი სოუსი, ზემოდან კი ისევ ნიგვზიან-ტომატიანი მასა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.